Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 აპრ.'10 / 14:19

”ერთადერთი კრიტიკა”, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მისამართითაა მოსალოდნელი, იქნება ბრალდებები ”ადმინისტრაციული რესურსების” ბოროტად გამოყენების შესახებ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში, 15 აპრილს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას.

”მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა გავაუმჯობესოთ ხალხის ცხოვრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იტყვიან, რომ ჩვენ ბოროტად ვიყენებთ [ადმინისტრაციულ რესურსებს]; კარგით, ჩვენ ბოროტად ვიყენებთ, მაგრამ ამას ისევ გავაკეთებთ; მე მიმაჩნია, რომ ეს კანონიერია,” - განაცხადა სააკაშვილმა.

როდესაც მას აუდიტორიიდან დაუსვეს კითხვა, თუ რას აკეთებს მისი ადმინისტრაცია თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების უზრუნველსაყოფად, სააკაშვილმა ”ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე შეზღუდვა” დაუსახელა. მან ასევე ჩამოთვალა სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის ოპოზიციისთვის მეტი საეთერო დროის დათმობა მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთების გზით და პარტიების დაფინანსება ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მიზნით.

”ყოველთვის იქნება უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც იტყვის: ’თქვენ უნდა შეწყვიტოთ გზების კეთება, სკოლების აშენება და ხიდების აშენება,  ცვლილებები ჯანდაცვაში, ახალი საავადმყოფოები და სხვა მსგავსი საქმიანობები, რადგანაც ეს ეხმარება მთავრობას და ეს ბიუჯეტის საარჩევნო მიზნებისთვის ხარჯვას ჰგავს’. მაინტერესებს, როგორ იგებს ვაშინგტონის ან ჩიკაგოს მერი არჩევნები? მე მკაფიოდ ვეუბნები ყველა უცხოელს: დაივიწყეთ ეს, ჩვენ ავაშენებთ ხიდებს, ჩვენ ავაშენებთ გზებს, ჩვენ ავაშენებთ სკოლებს, ჩვენ ვუზრუნველყობთ, რომ ხალხს უფრო ლამაზი მუნიციპალური ინფრასტრუქტურული გარემო ჰქონდეთ, უკეთესი ჯანდაცვა ჰქონდეთ, უკეთესი სკოლები ბავშვებისთვის და შესაძლოა მათ ამის გამო [არჩევნებზე] ხმა მოგვცენ, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. რაც კი ცუდი ხდება საქართველოში ყველაფერზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ... მაგრამ დანარჩენი რაც ხდება [კარგი] ეგ მაინც ხომ უნდა ჩაგვეთვალოს დამსახურებაში,” - განაცხადა სააკაშვილმა. 

”მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ერთადერთი კრიტიკა, და ამას გულწრფელად ვამბობ; არა მგონია, რომ ვინმეს შეუძლია ჩვენი გაკტირიკება მედიის გამო,” - დასძინა მან.     

მარტის ბოლოს საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა ანგარიში 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ. ანგარიშში საუბარია არჩევნების წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათ შორის თბილისის მერიის დაფინანსების ”უპრეცედენტო ზრდის” შესახებ. 

თბილისის ამჟამინდელმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა ამ ანგარიშის საპასუხოდ, რომ მერიის პოლიტიკას, მათ შორის სოციალურ პროგრამებს, რაიმე საარჩევნო მოტივები არ უდევს საფუძვლად.

15 აპრილს საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ მერს განცხადებითვე უპასუხა, რომელშიც აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ანალიზმა როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო წლებში გამოავლინა რომ ”საარჩევნო წლების დანახარჯები არასაარჩევნო წლების დანახარჯებზე ბევრად მეტია.”

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45