Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"ჰუმან რაით ვოჩი" შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის წინააღმდეგია
/ 27 ნოე.'02 / 03:36

(თბილისი, 2002 წლის 26 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰუმან რაით ვოჩმა" პროტესტი გამოთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოთხნოვნაზე, გაიზარდოს 12 საათიანი წინასწარი დაკავების ვადა კომუნიკაციის უფლების გარეშე.

"ის რასაც კობა ნარჩემაშვილი ითხოვს, არის წამების დაკანონება" - განაცხადა "ჰუმან რაით ვოჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ ანდერსენმა. "ევროპის საბჭოც და გაეროც საქართველოს პატიმრების უფლებების დაცვის გარანტიების გამყარებას სთხოვენ, ნარჩემაშვილის ინიციატივა კი სრულიად საპირისპიროა".

ნარჩემაშვილი დაბარებულ იქნა საპარლამენტო სესიაზე მოხსენებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის თაობაზე, რომლის რეპუტაციაც ძლიერ იქნა შერყეული ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და სპორტსმენი კახი ასათიანის მკველობის გამო. ნარჩემაშვილმა ზემოაღნიშნული წინადადება პარლამენტს სწორედ ამ მოხსენებით გამოსვლისას შესთავაზა.

კობა ნარჩემაშვილის რწმუნებით, ქართველმა კანონმდებლებმა მიიღეს სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსი, რომელიც მთლიანად უბოჭავს ხელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს. Mან მოითხოვა გაგრძელება 12 საათიანი პერიოდისა, რომლის განმავლობაშიც პოლიციეს უფლება აქვს დაკავებულ ჰყავდეს ეჭვმიტანილი კომუნიკაციის უფლების გარეშე. მას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია ამჟამად იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული წინასწარი დაკავების ობიექტების შინაგან სამქეთა სამინისტროს კომპეტენციაში დაბრუნება.

ქართველი სამართალდამცავები ძალიან ხშირად აწამებენ პატიმრებს და არღვევენ პროცედურული კოდექსის ნორმებს. ა.წ. აპრილში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში "სამართალდამცავებისა და ციხეების პერსონალის მიერ პატიმრების წამების, არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გახშირების" გამო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38