Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ მიესალმა საქართველოს მიერ ურანის ამოღების ფაქტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 აპრ.'10 / 13:44

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ 22 აპრილს განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოს მიმართ ”მადლიერებას” გამოხატავს იმ ღონისძიებების გატარებისთვის, რომლის მეშვეობითაც მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა მოხდა.

ინფორმაცია ”მცირე რაოდენობის” მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთის შესახებ საქართველომ 13 აპრილს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გაავრცელა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მარტში უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, თუმცა სამინისტროს საქმის დეტალები არ გაუხმაურებია.

საქართველოს ხელისუფლების თქმით, მან ბოლო ათი წლის მანძილზე გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის რვა შემთხვევა აღკვეთა.

Associated Press-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა, რომ საშიში ნივთიერება საქართველოს ერთ-ერთი სეპარატისტული რეგიონიდან შემოჰქონდათ, რადგანაც ეს რეგიონები რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნისას შავ ხვრელებად იქცა. ამგვარი ნივთიერებები, ძირითადად ”რუსეთის მიმართულებიდან მოდის,” განუცხადა სააკაშვილმა Associated Press-ს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამ ბრალდებას ”ტყუილი” უწოდა.

”ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ იმ მცდელობების გამო, რომელიც საქართველომ განახორციელა არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ რომელსაც ის ახორციელებს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ხელს უშლის რა საშიშ ნივთიერებათა გადინებას რეგიონიდან,” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ.

”სწორედ ამის გამო იქნა საქართველო მოწვეული ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, რადგანაც საქართველომ გამოავლინეს როგორც პასუხისმგებლობა, ისე უნარი ხელი შეუშალოს საშიში ნივთიერებების იმ ხალხის ხელში მოხვედრას, რომელთაც ისინი არ უნდა ჰქონდეთ... ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რათა დავხმარებოდით მათი სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებაში... მაგრამ ჩვენ კიდევ შევისწავლით, თუ კიდევ რა საჭიროებები აქვს საქართველოს,” - დასძინა მან.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39