Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: მედიის თავისუფლებაზე გამოთქმული პრეტენზიები ”სისულელეა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აპრ.'10 / 00:06

  • ეს პრეტენზიები ”გულუბრყვილო უცხოელებისთვის” გამოითქმის
  • ”იმედია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალი რეიტინგი გაიზრდება”

ლოს ანჟელესში, მილკენის ინსტიტუტის ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე გამოსვლისას 27 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აუდიტორიას განუცხადა, რომ ის ”ნაწილობრივ” იზიარებს სასამართლო სისტემის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ხოლო მედიის თავისუფლების მისამართით გამოთქმულ პრეტინზიებს მან ”სრული სისულელე” უწოდა.

”სასამართლოზე მე ნაწილობრივ დავეთანხმებოდი [კრიტიკას]. ჩვენ წელს [თბილისში] შემოგვაქვს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი,” განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის რეიტინგი სულ რაღაც 20% იყო, თუმცა ”ახლა ის 50%-ზე მეტია”.

”დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, კულტურული ტრანსფორმაციის ნაწილია და ეს ძალიან, ძალიან რთულია... იმედი მაქვს ჩვენ მივაღწევთ ამას, მაგრამ ეს დროს მოითხოვს,” დასძინა სააკაშვილმა.

”რაც შეეხება პრესის თავისუფლებას[თან დაკავშირებულ პრეტენზიებს], ეს სრული სისულელეა; ეს [ბრალდებები] ძირითადად გულუბრყვილო უცხოელებისთვის კეთდება; ეს არის კლიშე, რომელიც კარგად საღდება, მათ შორის თქვენი [რადიო] სადგურისთვისაც,” მიმართა მან რადიო ”თავისუფლების” პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ჯეფრი გედმინს.

გედმინი კონფერენციის იმ ნაწილის მოდერატორი იყო, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდიოდა სიტყვით.

მედიაზე საუბრისას, სააკაშვილმა ასევე განაცხადა: ”საქართველოში არის ტელევიზიები, რომლებიც მთავრობისადმი მეტ-ნაკლებად სიმპათიით არიან განწყობილები; მაგრამ ასევე არიან ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან, მათ ეზიზღებათ მთავრობა.”

”მაგრამ თუნდაც იმ ტელევიზიებს, რომლებიც სიმპათიით არიან მთავრობისადმი განწყობილები, ეს მათ იმაზე ნაკლებად ახასიათებთ, ვიდრე CNN-ს [აშშ-ის] დემოკრატიული პარტიისადმი სიმპათიით განწყობა. რაც შეეხება ბეჭვდურ მედიას, მისი 95% მთავრობის მოწინააღმდეგეა, საქართველოში ყველაფერზე ლაპარაკობენ, ტაბუირებული თემები არ არსებობს,” განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანომდებლობა ლიბერალურია.

მან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მეორე არხის ახალმა ფორმატმა საეთერო დრო ”ყველა რადიკალური ჯგუფისთვის” ხელმისაწვდომი გახადა. მან იქვე დასძინა, რომ ”შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის შესახებ” მოწოდებებიც კი ისმის.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ მისი სამეურვეო საბჭოს ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. 2009 წლის დეკემბერში, პარლამენტმა 15-ადგილიან საბჭოში შვიდი ახალი წევრი აირჩია, მათ შორის 4 წევრი, რომლებიც სხვდასხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან იყვნენ მხარდაჭერილები.

სააკაშვილის თქმით BBC-ის ექსპერტები ეხმარებიან საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა მან სტანდარტების დაცვა მოახერხოს, მაგრამ ამის მიუხედავად, დასძინა მან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებადობის რეიტინგი 3% არ აღემატება.

”იმედია ეს მაჩვენებელი გაიზრდება; ამას დრო ჭირდება,” განაცხადა მან. ”მაგრამ პრობლემა არსებობს ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით”.

სააკაშვილის მოხსენების მთავარი თემა იყო საქართველოში ეკონომიკური რეფორმები და მის მიერ შარშან გაკეთებული ინიციატივა ეკონომიკის თავისუფლების აქტის შესახებ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28