Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სავარაუდოდ ივნისში ეწვევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მაი.'10 / 14:24

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი საქართველოს, სავარაუდოდ, ივნისში ეწვევა, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რამინ მეჰმან-ფარასტმა 21 მაისს.

იგი ამჟამად ირანელი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად თბილისს სტუმრობს.

მეჰმან-ფარასთიმ არ გამორიცხა, რომ საქართველოს შესაძლოა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადიც ესტუმროს. ირანული წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირანის პრეზიდენტი საქართველოში 14 მაისს დაპატიჟა, როდესაც ირანის ახალმა ელჩმა თბილისში მაჯიდ საბერმა მას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

მეჰმანფარასტმა ასევე განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შემდეგ ირანში ერთობლივი ქართულ-ირანული სამთავრობო კომისიის შეხვედრაა დაგეგმილი.

”ჩვენ ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას ირანში ერთობლივ კომისიაში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობაში,” - განაცხადა მან.

”ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავია,” - განაცხადა მეჰმანპარასტმა, ”ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებში... განსაკუთრებით ენერგო სექტორში და სოფლის მეურნეობაში”.

თბილისში 21 მაისს გამართულ ირანელი და ქართველი ჟურნალისტების კონფერენციაზე საუბრისას, ირანის ახალმა ელჩმა საქართველოში მაჯიდ საბერმა განაცხადა, რომ ენერგო სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, ამასთან მისი თქმით, ქართულმა მხარემ სთხოვა ირანს ქარის ენერგიის განვითარებაში არსებული გამოცდილება გაუზიაროს.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე ირანის ელჩმა საქართველოში 2006 წლის იანვრის ენერგოკრიზისი გაიხსენა, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ორი გაზსადენის აფეთქებას მოყვა და განაცხადა, რომ მაშინ ირანმა მზადყოფნა გამოხატა გაზით დახმარებოდა საქართველოს. 

”აშშ-ის დახმარება არ ყოფილა მაშინ, როდესაც თქვენ ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდათ. ჭეშმარიტი მეგობრობა გასაჭირში გამოჩნდება ხოლმე,” - განაცხადა ირანის ელჩმა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5