Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნინო კალანდაძე: ”ქართულ-ირანულ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'10 / 16:14

საქართველოს და ირანის ორმხრივ ურთიერთობებში ”ახალი ეტაპი” დაიწყო და თბილისი იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 22 მაისს.

მან ეს განცხადება საქართველოს და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის  ”მედიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გააკეთა. მემორანდუმს ხელი მოაწერა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რამინ მეჰმან-ფარასტმა, რომელიც თბილისში ირანელი ჟურნალისტების დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

”საქართველო დიდად მადლიერია ირანის დღევანდელი ხელისუფლების იმ, ჩვენის აზრით, ძალიან გააზრებული პოლიტიკისა საქართველოს მიმართ, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერა,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

”ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც ჩვენ მივესალმებით და იმედი გვაქვს, რომ გავაღრმავებთ ყველა სფეროში. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი დღევანდელი, პირველი მემორანდუმის გაფორმება,” - დასძინა ნინო კალანდაძემ.

მემორანდუმის ხელმოწერამდე რამინ მეჰმან-ფარასტი საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და ”ორმხრივი საკითხების ფართო სპექტრი” განიხილა, მათ შორის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩარ მოთაქის დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა 21 მაისს განაცხადა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ ივნისში შედგება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის თეირანში ვიზიტის შემდეგ. რამინ მეჰმან-ფარასტმა ასევე განაცხადა, რომ ამ მაღალი დონის კონტაქტების დროს ასევე განიხილება ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის საქართველოში შესაძლო ვიზიტის დეტალები.  

”ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავია,” - განაცხადა მეჰმან-ფარასტმა, ”ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებში... განსაკუთრებით ენერგო სექტორში და სოფლის მეურნეობაში”.

თბილისში 21 მაისს გამართულ ირანელი და ქართველი ჟურნალისტების კონფერენციაზე საუბრისას, ირანის ახალმა ელჩმა საქართველოში მაჯიდ საბერმა განაცხადა, რომ ენერგო სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, ამასთან მისი თქმით, ქართულმა მხარემ სთხოვა ირანს ქარის ენერგიის განვითარებაში არსებული გამოცდილება გაუზიაროს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12