Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მაი.'10 / 18:42

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე პოლიტიკური განაცხადი უკვე დეკლარირებულია როგორც ქართული, ისე ირანული მხრიდან და ახლა ამ საკითხზე ”ტექნიკური, შიდაუწყებრივი სამუშაოები მიმდინარეობს,” განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 24 მაისს.

მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც დოკუმენტი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში შიდა პროცედურებს გაივლის.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რამინ მეჰმან-ფარასტმა გასულ კვირას თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ორი ქვეყანა სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს.

”ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივესალმებით იმდენად, რამდენადაც ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,” - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს 24 მაისს, ”ამავდროულად, ეს არა მხოლოდ ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს, ცალკეული მოქალაქეებისთვისაც, სავაჭრო თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო”. 

”ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორის გადახრას და მითუმეტეს, არ მოდის წინააღმდეგობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან, რომელიც არის ევროკავშირთან ინტეგრაცია, მასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და ნატოში გაწევრიანება. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ასევე ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა გზის გახსნა გვსურს,” - განაცხადა მან. 

კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება ”საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება”. 

”ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ასევე კეთილმეზობლური ურთიერთობები გვსურს რეგიონში ყველა სახელმწიფოსთან,” - განაცხადა მან. 

”ირანი არის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში. ამავდროულად, ჩვენ გვყავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ მათთან მუდმივ დიალოგში ვიმყოფებით და არ მივიჩნევთ, რომ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახის პრობლემებს შექმნის,” - დასძინა კალანდაძემ.

მისი თქმით, ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.  ”ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, საერთოდ როგორ განხორციელდება ეს ვიზიტი,” - განაცხადა კალანდაძემ. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22