Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი რუსეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'10 / 11:00

დათმობის პოლიტიკა რუსეთთან არ მუშაობს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც 25 მაისს საღამოს რამოდენიმე ქართული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა და საკმაოდ ხანგრძლივად ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე.

დამოუკიდებლობის დღის წინა საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”განწყობა არის საბრძოლო”.

”მე კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, რომ 500 000-მდე ჩვენი თანამემამულე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში... მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ საქართველო გადარჩა როგორც ქვეყანა... მაგრამ ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გვაქვს ჩვენი გამთლიანებისთვის და შეუქცევადობისთვის ყველაფერ იმის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ,” - განაცხადა მან.

რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას, მან განაცხადა, რომ მოვა დრო, როდესაც საქართველო ”მოდერნიზებული რუსეთის სასურველი პარტნიორი გახდება”. 

”ადრე თუ გვიან რუსეთი დაადგება მოდერნიზაციის გზას და ეს ბევრად ადრე მოხდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია - მე ამაში დარწმუნებული ვარ,” - განაცხადა მან.

”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ გზაზე დგომა - ეს არის ეკონომიკური განვითარება, უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, ჩვენი თავისუფალი დემოკრატია და უნდა დაველოდოთ იმ პერიოდს, როცა კიდევ უფრო გაძლიერებული და მოდერნიზებული საქართველო სასურველი პარტნიორი გახდება უფრო მოდერნიზებული რუსეთის,” - განაცხადა მან. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს და დასძინა, რომ ”მოლდოვამ ყველაფერი მისცა [რუსეთს], რისი მიცემაც შეიძლება,” თუმცა სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. 

”რაც უფრო მეტს უთმობ, მით უფრო მეტი უნდა - ეს არის ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მოქმედების პრინციპი დღეს,” - განაცხადა მან, ”მაჩვენეთ მაგალითი წარმატებული დაწოლის პოლიტიკის... და მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ამას გავყვებოდი”.

სააკაშვილის თქმით, საქართველოშიც არიან პოლიტიკოსები, ვისაც ”ვიღაცის ჩექმების კოცნის მოთხოვნა აქვთ დღე და ღამე”. ”თუმცა, მან ასევე განაცხადა: ”კიდევ კარგი, რომ ეს ხალხი არსებობს... სხვადასხვა ლენინი მათ უწოდებდა ’სასარგებლო იდიოტებს’. ჩვენ ალბათ გვყავს ჩვენი სასარგებლო იდიოტები”.

რუსეთთან დაკავშირებით, მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად მცდელობებისა, მოსკოვმა ვერ მოახერხა საქართველოს იზოლაცია საერთაშორისო მასშტაბით.

”პუტინმა ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დაურეკა და უთხრა: ’თუ ამ კაცს დანიშნავს ფინანსთა მინისტრად, საერთოდ შევწყვეტ თქვენთან ურთიერთობას, იმიტომ რომ სააკაშვილის მეგობარია’. ეს პიროვნება მაინც დაინიშნა. ერთ-ერთ არაბული ქვეყნის ლიდერს დაურეკა და უთხრა, რომ ხვალ არ მიიღო სააკაშვილი. იმ კაცმა არა მხოლოდ მიმიღო, არამედ თქვა, რომ მეც ჩამოვალ საქართველოში იმიტომ, რომ ’ჩვენ ასეთ დიქტატს ნამდვილად არ ვემორჩილებითო’,” - განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთმა ლათინურ  ამერიკაში ვერავინ იპოვა ”ორი ფსიქიურად დაავადებული ლიდერის გარდა,” ვინც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, განაცხადა სააკაშვილმა. ორი სეპარატისტული რეგიონი ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს.

აშშ/ევროკავშირი

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი არ არის ”აშშ-ის რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წინააღმდეგ, თუ ეს პრინციპებს არ შეცვლის”.  

სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპრილში აშშ-ში მისი ხანგრძლივი ვიზიტის დროს გამართულ უამრავ შეხვედრებზე ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა ”უპირობო და წარმოუდგენელია”. 

”ახლა ჩვენ ველოდებით ძალიან მალე მაღალი დონის ვიზიტს ამერიკიდან,” - განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ასევე აღრმავებს ურთიერთობებს ევროკავშირთან.

”რამოდენიმე დღეში ევროპასთან ვაწერთ ხელს ვიზების გამარტივებას, მერე ორ წელიწადში უვიზო მიმოსვლა გვექნება და გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ასევე გვექნება ბევრი სხვა საშუალება, რომ ევროპაში ინტეგრაცია მოვახდინოთ; უკან დასაბრუნებელი ჩვენ არსად არ გვაქვს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24