Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებების მეთერთმეტე რაუნდი დაძაბულად წარიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ივნ.'10 / 12:41

8 ივნისს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის მნიშვნელოვან უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი, რამაც უბიძგა სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებს, რომ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები შეეფასებინათ, როგორც ”ჩიხში შესული” და ”კრიზისული”.

მოლაპარაკებების წინა რაუნდების მსგავსად, მეთერთმეტე შეხვედრაც ორ სამუშაო ჯგუფში ჩატარდა. პირველ სამუშაო ჯგუფში მონაწილეები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე სეპარატისტული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან  უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდენ, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ჰუმანიტარულ და დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებს.

იმ საკითხებს შორის, რომელსაც პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავდა, ყველაზე სადავო ძალის არგამოყენების ხელშეკრულება ან დეკლარაცია იყო. სწორედ ეს საკითხი იწვევს ყველაზე მეტ უთანხმოებას.

დემარში

მეორე სამუშაო ჯგუფსა და მთლიანობაში მოლაპარაკებების მეთერთმეტე რაუნდის დროს მწვავე დისკუსიები გაიმართა, რომლის დროსაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს იმ მოტივით, რომ მათი ”აზრების უგულებელყოფა ხდება”.

კერძოდ, მეორე სამუშაო ჯგუფი განიხილავდა ”შეთანხმებული ვალდებულებების” სახელწოდებით ცნობილი დოკუმენტის პროექტს, რომელიც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა; წყალმომარაგება და სხვა კომუნალური საკითხები; დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა და მათი ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა; ასევე ქონების საკითხები. სწორედ ამ ბოლო საკითხზე გამახვილდა ყურადღება 8 ივნისის დისკუსიების დროს. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების დემარშზე აშკარა მინიშნებით, თანათავმჯდომარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფში დისკუსია ”სხდომის დასასრულისკენ არასრული შემადგენლობით” წარიმართა.

”მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ რჩება და თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ ყველა მონაწილეს კონსტრუქციული გზით განაგრძონ მონაწილეობა მიმდინარე მუშაობაში,” - განაცხადეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბოლატ ნურგალიევმა, გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა ერთობლივ განცხადებაში. 

8 ივნისს, გვიან ღამით გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ”რუსეთის ფედერაციის და მისი მარიონეტული რეჟიმების არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, მონაწილეებმა ვერ შეძლეს ”შეთანხმებული ვალდებულებების” პირველი მოსმენით განხილვა”.

”განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთი დემარში ისეთ საკითხებზე მოხდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა კეთილდღეობასა და მომავალთან,” - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

ძალის არგამოყენება

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირველი დებულება ძალის არგამოყენების ვალდებულებას ითვალისწინებს. იგივე პირობის დადასტურება ხდება მომდევნო შეთანხმებაში, რომელსაც 2008 წლის 8 სექტემბრით არის დათარიღებული. 

თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის. მოსკოვი უკვე დიდი ხანია ითხოვს ცალ-ცალკე, დამატებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. რუსეთის ერთ-ერთი ასეთი ბოლო წინადადება გულისხმობს ”ცალმხრივი დეკლარაციების” ხელმოწერას ცალკე თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ, სადაც ისინი ძალის არგამოყენების ვალდებულებას იკისრებენ. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, რადგანაც თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს.

”ჩვენი ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი [12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებები] საკმარისი არ არის. ჩვენ მუდმივად ამ შეთანხმებებს ვერ დავეყრდნობით, როგორც რეგიონში მშვიდობიანი, ბედნიერი ცხოვრების გარანტიას,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა 8 ივნისის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველო, რომლის პოზიციასაც აშშ უჭერს მხარს, აცხადებს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, თბილისი სრულად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ძალის არგამოყენების ვალდებულებასაც შეიცავს. ექვსპუნქტიან შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ პოზიციაზე უნდა დაბრუნდნენ, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე იყვნენ განლაგებული.

”სამწუხაროდ, ამ საკითხზე კონსენსუსი ჯერჯერობით შეუძლებელია რუსეთის ფედერაციის და მისი მარიონეტული რეჟიმების უკიდურესად არაკონსტრუქციული პოზიციის გამო,” - აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადებაში.

თბილისის თქმით, კარასინის განცხადებამ ”კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთი ცდილობს თავიდან აიცილოს საქართველოს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები”.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ თბილისი მზად არის ხელი მოაწეროს დამატებით, ცალკე შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი ამ შეთანხმების ნაწილი იქნება. საქართველოს ასევე სურს, რომ ახალ შეთანხმებაში ის ვალდებულებებიც აისახოს, რომელიც რუსეთმა ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აიღო და რომელსაც ის ჯერ კიდევ არ ასრულებს.

ამ პოზიციას ასევე იზიარებს ჟენევის მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელიც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონია.

”აღვნიშნავთ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ, რომელიც  საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ მედვედევს შორის დაიდო, უკვე ჩამოაყალიბა მხარეთა ვალდებულებები ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით,” - აღნიშნა აშშ-ის დელეგაციამ მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”ამ ხელშეკრულების სრული განხორციელების შემთხვევაში - რასაც ჩვენ კვლავ ველით რუსეთის ფედერაციისგან - აღარ იქნება საჭირო დამატებითი შეთანხმება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ შესაბამის მხარეებს შორის, რუსეთის ჩათვლით,  ძალის არგამოყენების კიდევ ერთი შეთანხმება გააუმჯობესებს ადგილზე არსებულ ვითარებას იმ შემთხვევაში, თუ ის ყველა მხარის პრობლემურ საკითხებს გაითვალისწინებს... და თავს აარიდებს სტატუსის საკითხის უსარგებლო პოლიტიზირებას,” - განაცხადა აშშ-ის დელეგაციამ, ”ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებზე ყურადღება გამახვილდება 12 აგვისტოს ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლის უზრუნველყოფაზე, რისი ვალდებულებაც რუსეთის ფედერაციამ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო”. 

სხვა საკითხები

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა განიხილა გალის რაიონში ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები იყო, მათ შორის აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობები, რასაც გალის რაიონში რამოდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლის გადაწვა მოყვა.

”ამ ბოლო ინციდენტების საპასუხოდ, მონაწილეები შეთანხმდნენ მომდევნო კვირის დასაწყისში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გალში მოიწვიონ შეხვედრა. თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ შემთხვევის ადგილებზე ერთობლივი ვიზიტები ამ მექანიზმის ნაწილია და მისი გამოყენება შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში,” - გამაცხადეს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა.

მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ იმ ქართველების გათავისუფლების საკითხი დააყენა, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და კვლავ პატიმრობაში რჩებიან ცხინვალში. 2010 წლის მარტის მდგომარეობით ქართულმა მხარემ ყველა ის ოსი ეროვნების პიროვნება გაათავისუფლა, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა დროს იყვნენ დაპატიმრებულები. 

”ეს საკითხი მანამ იქნება ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში, სანამ არ მოხდება ყველა დაკავებული პირის ოჯახებში დაბრუნება,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ცხინვალის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს ახალგორის გაზმომარაგების აღდგენის საკითხი დააყენეს. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არ აწვდის თბილისი ახალგორს გაზს ის არის რომ ხელისუფლებას არ სურს მის მიერ მიწოდებული გაზი იქ მყოფმა რუსმა სამხედროებმა მოიხმარონ. 

”საქართველოს სურს, რომ ჩვენ იმის გარანტია მივცეთ, რომ მოწოდებულ გაზს რუსი სამხედროები არ გამოიყენებენ. ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ, რომ ეს გამორიცხულია,” - იტყობინება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.  

ჩოჩიევის თქმით, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების გამო ჟენევის მოლაპარაკებები ”ჩიხში შევიდა”, რადგანაც მთავარ საკითხზე - ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე  - შეთანხმების გარეშე, უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ვერ მოგვარდება.

ჩოჩიევის მსგავსად, აფხაზეთის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა ”ინტერფაქსს” მოლაპარაკებების შემდეგ, რომ ჟენევის პროცესი ”კრიზისში” იმყოფება, რადგანაც მხარეთა პოზიციები ”ძალიან შორსაა ერთმანეთისგან”.

საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ”მიუხედავად რამოდენიმე მონაწილის არაკონსტრუქციულობისა, ჟენევის დისკუსიები ღირებულ ფორუმს” წარმოადგენს. სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა ”განაგრძოს სრული და კონსტრუქციული მონაწილეობა მოლაპარაკებებში ყველა სადავო საკითხის, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე და საკამათო საკითხების განხილვის მიზნით”. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 27 ივლის გაიმართს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11