Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: კონსტიტუცია არ იქნება მორგებული კონკრეტულ ადამიანებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივნ.'10 / 11:12

  • „საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი“ 2013 წელს;
  • „ჩემი ამოცანა არ არის ჩემი თავი შევინარჩუნო პოლიტიკაში“;
  • “ჩემი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს რეფორმები.“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 12 ივნისს, რომ ახალი კონსტიტუცია „არ იქნება მორგებული კონკრეტულ ადამიანებზე“ და რომ მის მიზანს ხელისუფლებაში დარჩენა კი არ წარმოადგენს, არამედ იმ რეფორების გაგრძელება, რომელიც ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაიწყო.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ 11 მაისს კონსტიტუციის პროექტი მიიღო, რომელიც პრეზიდენტის ხარჯზე პრემიერ–მინისტრის ძალაუფლების გაზრდას ითვალისწინებს. პროექტმა, რომელიც პარლამენტში დამტკიცებამდე კიდევ განიცდის ცვლილებებს, უამრავი ვარაუდი გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს და პრემიერ–მინისტრის პოსტს უმიზნებს. ეს ვარაუდები კიდევ უფრო გაამყარა სააკაშვილის განცხადებამ ფრანგულ გაზეთ Le Monde-თან ინტერვიუში, სადაც მან აღნიშნა, რომ მას უფიქრია პრემიერ–მინისტრობაზე, „თუმცა ამჟამად ძალიან ბევრი გაურკვევლობა რჩება“.

„ახლა დამთავრდა არჩევნები და მთავარი დებატები მიდის იმაზე, თუ რა მოხდება 2013 წელს,“ – განაცხადა სააკაშვილმა ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ზოგიერთებს უკვე აინტერესებთ იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ „აღარ ვნახოთ ეს საშინელი სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ“

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არასდროს არ ვიქნებით რომელიღაც ბანტუსტანი, სადაც კონსტიტუცია და კანონები მორგებულია კონკრეტულ ადამიანებზე. კონსტიტუციური მოდელი, რომელიც საქართველოში შეიქმნება, იქნება დემოკრატიული, ყველაზე ევროპული და გახსნილი მოდელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის მაქსიმალურ რაოდენობას მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ და მიუხედავად მათი წარმომავლობისა,“ – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, გამოჩნდება ბევრი ახალი ლიდერი, საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ეყოლება მაქსიმალურად წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელიც დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესებს და სწორედ ქართველი ხალხის კონტროლის ქვეშ იქნება,“ – განაგრძო მან.

„ვინ იქნება ეს ხალხი [მთავრობაში]? მე ვისურვებდი, რომ რეფორმატორთა გუნდმა გააგრძელოს ქვეყნის მართვა, რათა ეს რეფორმები შეუქცევადი იყოს. მაგრამ ამავე დროს, მე ვისურვებდი, რომ ეს რეფორმები პოლიტიკური პარტიების მაქსიმალურად დიდმა რაოდენობამ მიიღოს“, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეფორმების გაგრძელება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩემი ამოცანა ის კი არ არის, ჩემი თავი ან რომელიმე ჩემი მეგობარი შევინარჩუნო პოლიტიკაში, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩემი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს რეფორმები,“ – განაცხადა მან. „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის არა პიროვნებებს, როგორიცაა შევარდნაძე, სააკაშვილი... ის ჩვენ ყველას გვეკუთვნის“.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი „სწრაფი განვითარებაა“, რადგანაც „ნელი“ წინსვლა არ იქნება საკმარისი ქვეყნის გაძლიერებისთვის.

„ჩვენი ქვეყანა დღეს დგას ძალიან დიდი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე. შევძელით შეგვექმნა ის, რაც განსხვავდება ყველაფერ იმისგან, რაც ჩვენს გარშემოა და ამის გამო კიდევ უფრო მეტი საფრთხეების წინაშე ვდგავართ – მრავალი ასწლეულის განმავლობაში პირველად შევქმენით თანამედროვე სახელმწიფო კავკასიის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9