Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Freedom House-ი საქართველოს დემოკრატიულობის ქულას უცვლელად ტოვებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ივნ.'10 / 17:17

Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის თანახმად, 2009 წელს საქართველოში დემოკრატიულობის მაჩვენებელი ქულა, 2008 წლის ანალოგიური დარჩა.

”გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები - 2010” არის ყოველწლიური კვლევა და ის ყოფილი კომუნისტური ბლოკის 29 ქვეყანაში 2009 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ქულები გაანგარიშებულია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 7 - ყველაზე დაბალი.

ამ ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა,  2008 წლის მსგავსად, 4.93 შეადგენს; 2007 წელს ეს მაჩვენებელი 4.79 იყო, ხოლო 1999-2000 წლებში - 4.17. Freedom House-ის 2005 წლის ანალოგიურ კვლევაში საქართველოს 4.96 ქულა ქონდა.

თითოეული ქვეყნის საერთო ქულა გამოიანგარიშება ქულების საშუალო მაჩვენებლით ცალკეული კატეგორიების მიხედვით, რომელთა შორისაა: საარჩევნო პროცესი (2009 წელს საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა; 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები მომავალი წლის კვლევაში აისახება), სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა, სასამართლო სისტემა და კორუფცია – ყველა ამ ცალკეული კატეგორიის მაჩვენებლებიც 2009 წელს უცვლელი დარჩა.

Freedom House-ის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ქრისტოფერ უოკერი წერს ანგარიშის მიმოხილვით ნაწილში, რომ 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან (აქ არ შედიან ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო) რვაში ავტორიტარული რეჟიმია, ორში – სომხეთსა და მოლდოვაში – ნახევრად ავტორიტარული სისტემაა. საქართველოსა და უკრაინაში არც ავტორიტარული და არც ნახევრად ავტორიტარული სისტემებია. უოკერი საქართველოსა და უკრაინას ახასიათებს, როგორც "გარდამავალ–ჰიბრიდული სისტემის“ მქონე ქვეყნებს.

Freedom House-მა აღნიშნა, რომ ცალკეული ქვეყნების რეიტინგები შედგა ორგანიზაციის, მისი მრჩევლების და ცალკეული ქვეყნების შესახებ ანგარიშების ავტორების კონსენსუსის საფუძველზე (საქართველოს შემთხვევაში მოხსენების ავტორი დავით აფრასიძეა).

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12