Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანიას პარტია სააკაშვილის გაპრემიერების კონსტიტუციურად შეზღუდვას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ივლ.'10 / 16:52

დღეს ირაკლი ალასანიას პარტიის, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების წევრებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინეს წინადადებები, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მიერ პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებაზე შეზღუდვის დაწესებას კონსტიტუციაში.

პარტიის წევრის, თეა წულუკიანის თქმით, კონსტიტუციაში უნდა აისახოს დებულება, რომლის მიხედვითაც "საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ან შეუწყდება უფლებამოსილება ან ამოეწურება უფლებამოსილება, მომდევნო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იქნეს წარდგენილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად“.

მისი თქმით, პარტიის შეთავაზებაა, რომ ეს პერიოდი განისაზღვროს ხუთი წლით და იქვე დასძინა რომ პირისთვის პოლიტიკური თანამდებობის დაკავების სამუდამოდ აკრძალვა მისი უფლებების დარღვევა იქნებოდა.

“დამატება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, რომ მომავალში  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ მოგვევლინოს პრემიერ–მინისტრად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდეს ხელისუფლების უზურპაცია,“– განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა "თავისუფალი დემოკრატებიდან“ ზურაბ აბაშიძემ.

ანალოგიური ინიციატივით ცოტა ხნის წინ ლეიბორისტული პარტიაც გამოვიდა.

ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა პრემიერ–მინისტრის პოსტი დაიკავოს მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო საბაზისო პროექტი, რომლის მიხედვითაც პრემიერ–მინისტრს, პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებების შეკვეცის ხარჯზე, ეზრდება მმართველობის ბერკეტები.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31