Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გენადი გაგულია საქართველოსთან თანამშრომლობას არ აპირებს
/ 4 დეკ.'02 / 11:38

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) - აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახლახანს დანიშნული გენადი გაგულია აცხადებს, რომ მისი მიზანია დიდი გარღვევის მიღწევა აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის ლიკვიდაციაში.

რუსულ გაზეთ "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გაგულია აცხადებს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში სოხუმის ხელისუფლებას "პირველ რიგში რუსეთის იმედი აქვს".

"აფხაზეთის მოსახლეობის 70%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რომლებმაც ეს მოქალაქეობა წელს მიიღეს. მე უკვე 10 წელია რუსეთის მოქალაქე ვარ. მოსკოვში მაქვს ბინა და იქვე ვარ ჩაწერილი", - აცხადებს გაგულია.

მისი თქმით, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გახდეს. "საქართველო თავისთვის - აფხაზეთი თავისთვის. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომელიც ჩვენ დაგვაახლოვებდა", - აღნიშნა მან.

აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ 29 ნოემბერს ბიუჯეტის შეუსრულებლობის საბაბით პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა ანრი ჯერგენია და მის ადგილზე დანიშნა გენადი გაგულია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41