საქართველოს რკინიგზამ საფინანსო ბაზრებზე ხუთწლიანი ვადით 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა, განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
მისი თქმით, ევროობლიგაციების განთავსება Bank of America Merrill Lynch-ის და JP Morgan–ის მეშვეობით გამხორციელდა.
მჭედლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოზიდული თანხები რკინიგზის შემოვლითი პროექტის განხორციელებას და ასევე „სხვადასხვა მოდერნიზაციის პროექტების“ დაფინანსებას მოხმარდება.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი თბილისის რკინიგზის შემოვლითი პროექტის თანადაფინანსებისთვის 100 მილიონ ევროს სესხი გამოყო.