Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის „დაჩქარებული ტემპით“ მიღების წინააღმდეგია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივლ.'10 / 15:36

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებას მოუწოდა არ იჩქაროს ახალი კონსტიტუციის მიღება და ის მხოლოდ ახალმა  პარლამენტმა მიიღოს.

„კონსტიტუციის არსებითი შეცვლა ახალ, სამართლიან საარჩევნო გარემოში არჩეულმა  და  ამომრჩეველთა მაღალი ნდობით აღჭურვილმა  პარლამენტმა უნდა განახორციელოს,“ – ნათქვამია ათი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები და ხალხის პარტია.

მართალია ქრისტიან-დემოკრატები შეუერთდნენ განცხადებას, მაგრამ მათ თავიანთი დათქმაც გააკეთეს. ქრისტიან-დემოკრატების წევრმა, დეპუტატმა, გიორგი ახვლედიანმა, Civil.ge-ის განუცხადა 19 ივლისს, რომ პარტია არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პროექტის ამჟამინდელი პარლამენტის მიერ მიღებას, მაგრამ ერთი დათქმით, რომ სანამ ის ძალაში შევა აუცილებელი იყოს მისი დამტკიცება 2012 წლის არჩევნების შედეგად მოსული ახალი პარლამენტის მიერ.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისია, რომელიც 2009 წლის ივნისში შეიქმნა, 19 ივლისს შეიკრიბება და პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავს, რომელიც შემდეგ პრეზიდენტს გადაეგზავნება და ეს უკანასკნელი მას პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.

ზუსტი ვადები თუ როდის დასრულდება ეს პროცედურები ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი პროექტს პარლამენტს მომდევნო თვეში წარუდგენს, რასაც შემდეგ ერთვიანი საჯარი დისკუსიები მოყვება, რაც ნებისმიერი საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვას სჭირდება და საბოლოო ჯამში პარლამენტი პროექტის განხილვას სექტემბერში დაიწყებს.

„ალბათ ამ შემოდგომაზე უკვე პარლამენტში გვექნება ძალიან აქტიური დისკუსიები მომავალ ქართულ კონსტიტუციაზე,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 20 ივნისს.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ 11 მაისს კონსტიტუციის ბაზისური პროექტი მიიღო, რომელიც პრეზიდენტის ხარჯზე პრემიერ–მინისტრის ძალაუფლების გაზრდას ითვალისწინებს. პროექტმა წარმოშვა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს და პრემიერ–მინისტრის პოსტს უმიზნებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 12 ივნისს, რომ ახალი კონსტიტუცია „არ იქნება მორგებული კონკრეტულ ადამიანებზე“ და რომ მის მიზანს ხელისუფლებაში დარჩენა კი არ წარმოადგენს, არამედ იმ „რეფორების გაგრძელება“, რომელიც ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაიწყო.

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნა განცხადებაში, რომ აშკარაა, რომ „დაჩქარებული ტემპით“ მიღებული პროექტი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ  ქვეყნის კონსტიტუციის „საკუთარ თავზე მორგებას“ და „ძალაუფლების შენარჩუნების“ მცდელობას ემსახურება.

მათ ასევე განაცხადეს, რომ პროექტის მიღებამდე აუცილებელია „საფუძვლიანი, ხანგრძლივი საერთო-სახალხო განხილვის“ ორგანიზება. „მზადყოფნას გამოვთქვამთ  აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ უმნიშვნელოვანესი  პოლიტიკური პროცესის  წარმართვას ქვეყანაში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

როდესაც საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისია ჩამოყალიბდა 2009 წლის ივნისში, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები – ბევრმა მათგანმაც, ვინც ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას – მაშინ საპროტესტო აქციებს მართავდნენ და კომისიაში შესვლაზე უარი განაცხადეს.

სახელმწიფო კომისიის პარალელურად ასევე შეიქმნა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც უპირატესობას საპარლამენტო მოდელს ანიჭებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33