Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივლ.'10 / 18:22

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიუღებლად მიიჩნია ოპოზიციური პარტიების ერთი ჯგუფის მოწოდება იმის შესახებ, რომ ახალი კონსტიტუცია ახალი პარლამენტის მიერ იქნეს მიღებული და განაცხადა, რომ მოქმედი პარლამენტი სარგებლობს ამომრჩეველთა საკმარისი ნდობით, რათა შეცვალოს არსებული კონსტიტუცია.

„დღეს მოვკარი ყური, რომ ვიღაცეები იძახიან, რომ ევროპული კონსტიტუცია კარგია, მაგრამ  ‘მოდით ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ, რათა ეს კონსტიტუცია იყოს მიღებული’,“ – განაცხადა სააკაშვილმა სატელევიზიო განცხადებაში ქუთაისიდან.

მართალია ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მოუწოდებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისკენ, ათი ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება არ შეიცავს მოწოდებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას არ იჩქაროს ახალი კონსტიტუციის მიღება, ნათქვამია, რომ „კონსტიტუციის არსებითი შეცვლა ახალ, სამართლიან საარჩევნო გარემოში არჩეულმა  და  ამომრჩეველთა მაღალი ნდობით აღჭურვილმა  პარლამენტმა უნდა განახორციელოს.“ 

„მე მეგონა, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამ [მაისის ადგილობრივი] არჩევნების შედეგად უფრო გაიზარდნენ და დამწიფების სტადიაზე გადავიდნენ,“ – განაცხადა სააკაშვილმა. „რატომ არ არის ეს პარლამენტი უფლებამოსილი [მიიღოს ახალი კონსტიტუცია]? რა განლაგებაც იყო 2008–ში, იმაზე მეტი აიღო ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლო, ადგილობრივ არჩევნებზე; ჩვენ ხალხს თავისი აზრი არ შეუცვლია და ეს დაასაბუთა ამ არჩევნებზე“.

„ეს პარლამენტი არის ყველაზე უფრო ლეგიტიმური, მიიღოს ნებისმიერი საკონსტიტუციო მოდელი,“ – დასძინა სააკაშვილმა.

„მუდმივი ძახილი ყოველი წაგებული არჩევნების შემდეგ, რომ გინდა ხვალვე ახალი არჩევნები ეს იგივეა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მართო სამ თვეში ერთხელ, რახან ბრაზილია ვერ გავიდა ფინალში და ვერ მოიგო ჩემპიონატი; ესენი ბრაზილია არ არიან; ესენი არიან ცოტა უფრო დაბალი კლასის გუნდები,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. „ჩვენ შემდეგი არჩევნები გვაქვს 2012 წელს [საპარლამენტო არჩევნები]; საპრეზიდენტო არჩევნები არის 2013 წელს და ეს არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც არის დაგეგმილი,“ – დასძინა მან.

საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის ბაზისური პროექტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა, მოიწონა ევროპის საბჭომ და ბერლინში 15–16 ივლისს გამართულმა საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ხელშეწყობით გაიმართა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „სპეციალურად არ შევსულვარ არსებით განხილვაში” კომისიის თავმჯდომარესთან და მის წევრებთან, რათა არ ჩარეულიყო კომისიის მუშაობაში, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად „ოპოზიციური წევრებითაა დაკომპლექტებული“.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2004 წელს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, აღმასრულებელი ხელისუფლება „შედარებით გაძლიერდა“; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამ ცვლილებებს პრეზიდენტის ძალაუფლების ზრდა არ მოყოლია. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი კრიტიკა პარლამენტის ხარჯზე პრეზიდენტის ძალაუფლების ზრდას უკავშირდებოდა.

„მაშინ უკვე ვთქვი მე, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ გადავალთ ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე – ეს განვაცხადე საჯაროდ და ეს ვუთხარი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.      

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23