Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”საზოგადოებრივი კომისია” კონსტიტუციის ახალ პროექტს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ივლ.'10 / 19:56

საზოგადოებრივი საკონტიტუციო კომისიის სახელით ცნობილ ჯგუფში გაერთიანებული იურისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი არ უწყობს ხელს პარლამენტის როლის გაძლიერებას, როგორც ამას მისი ავტორები აცხადებენ.

საზოგადოებრივი კომისია შარშან შეიქმნა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა ავთანდილ დემეტრაშვილის თავმჯდომარეობით. საზოგადოებრივი კომისიამ, სახელმწიფო კომისიის პარალელურად, ცალკე, დაიწყო ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება.

23 ივლისს საზოგადოებრივი კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომლის დასამტკიცებლად საჭირო ფორმალური პროცედურები პარლამენტმა 21 ივლისს დაიწყო, საკანონმდებო ორგანოს ისეთივე ”უუფლებოს” მდგომარეობაში ტოვებს, როგორშიც ის ამჟამად იმყოფება.

თუმცა საზოგადოებრივი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიცაა აღნიშნული, რომ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც მთავრობის დაკომპლექტება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება, როდესაც მთავრობის ფორმირების წყაროს პარლამენტი წარმოადგენს. პროექტის თანახმად, ახალ მთავრობას ახლადარჩეულ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია აკომპლექტებს. კერძოდ, პრეზიდენტი წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის იმ კანდიდატურას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია შესთავაზებს. პრემიერობის კანდიდატი თავად შეარჩევს მინისტრებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

სხვა შემთხვევაში, ”პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებამ ან ნდობის გამოუცხადებლობამ ადვილად შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტის დათხოვნა,” - ნათქვამია საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომისიის წევრების განმარტებით ახალი კონსტიტუციის მიხედვით სადავეები კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს, „მაგრამ წინათ თუ პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე იყო ეს მთლიანად კონცენტრირებული, ახლა უკვე ძლევამოსილი პრემიერ–მინისტრია“.
 
კომისიის წევრებისთვის  მიუღებელია, ის  რომ კონტიტუციის პროექტში არაფერია   გათავლისწინებული “თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმენლად” და ასევე ის ფაქტი, რომ გუბერნატორის თანამდებობა კვლავ დანიშვნადია. პროექტის თანახმად, გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, ნაცვლად პრეზიდენტისა, როგორც ახლა ხდება.

საზოგადოებრივი კომისია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით კვლავ ბერკეტების გარეშე რჩება ოპოზიცია და  საგამოძიებო და სხვა სახის დროებითი კომისიის შექმნა კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის ნებაზეა დამოკიდებული.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პარლამენტის საგამოძიებო ან დროებითი კომისიების შექმნის ინიცირება დეპუტატთა ერთ მეხუთედს შეეძლება, ნაცვლად დღეს არსებული ერთი მეოთხედისა.

კომისიის წევრები ასევე უარყოფითად აფასებენ კონსტიტუციიდან ორგანული კანონის კატეგორიის ამოღებას. ამ ტიპის კანონების დასამტკიცებლად ხმათა დიდი კვორუმია საჭირო. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ამ კატეგორიის კანონების გაუქმებით გამარტივდება ”სასურველი კანონების მიღება მთავრობისთვის“.

მინდია უგრეღელიძე, საზოგადოებრივი კომისიის წევრი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, აცხადებს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, მხოლოდ „გარეგნულ შთაბეჭდილებას ტოვებს” რომ თითქოს პარლამენტს უფლებები ეზრდება.
 
კომისიის წევრები მოუწოდებენ პრეზიდენტს უკან გამოიწვიოს პარლამენტში წარდგენილი პროექტი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12