Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ”ჩვენი ამოცანა ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'10 / 14:00

აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე საქართველოს ბრძოლა სრული განთავისუფლებისთვის ყოველდღიურად გრძელდება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოკლე სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მისი კოლუმბიაში ვიზიტისას გაკეთდა და რომელიც 7 აგვისტოს გადაიცა.

რუსეთმა 2008 წლის აგვისტომდე ბევრად ადრე დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ”არ ღირს ამოგლეჯილად რომელიმე თარიღის განხილვა”, განაცხადა მან.

”და ეს აგრესია დღემდე არ არის შენელებული, დღემდე არ არის დამთავრებული. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს მიწას, სანამ არ აღდგება სამართლიანობა ასობით ათასი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავისი სახლები,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოუხდა იარაღით ხელში ”ქვეყნის, ღირსების, თავისუფლების და მომავლის დაცვა”.

”ამგვარად, თუნდაც ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ყოველდღიურად აწარმოოს ეს ბრძოლა; აწარმოოს ბრძოლა ქვეყნის შიგნით ქვეყნის გაძლიერების კუთხით და მათ შორის მთელ მსოფლიოში, ყველგან დავიცვათ ჩვენი პოზიციები,” - განაცხადა მან.

”ჩვენი დღევანდელი თაობის ისტორიული ამოცანაა ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს განთავისუფლება და ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და გავანთავისუფლებთ და ფეხზე დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას,” - დასძინა სააკაშვილმა. 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში, რომელიც 7 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა დიპლომატიურ ფრონტზე აგვისტოს ომის შემდეგ იყო ის, რომ ”რუსეთის მცდელობა, ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულიყვნენ, უშედეგო გამოდგა”.

”დღეს ნათელია, რომ ამის საპასუხო მცდელობა უფრო ეფექტურია: სიტუაცია ისე შეტრიალდა, რომ თუ თავიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე იყო საუბარი, ახლა ლაპარაკობენ მათ აღიარებაზე, ოღონდ - ოკუპირებულ ტერიტორიებად,” - განაცხადა იაკობაშვილმა.

”მიმაჩნია, რომ ეს არის რუსეთის დიპლომატიისთვის კრახი, ჩვენთვის კი რეალური შესაძლებლობა ტერიტორიების დაბრუნებისთვის, ქართულ სამართლებრივ სივრცეში მათი რეინტეგრაციისთვის და ამ ხალხის საქართველოში დაბრუნებისთვის,” - განაცხადა მან.

”ომმა ის გამოაჩინა, რაც ადრე მკაფიოდ არ იყო გამოხატული - ჩვენი ძირითადი პრობლემა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა არ არის. მართლა აფხაზებთან და ოსებთან ხომ არ გვაქვს რამე გასაყოფი... ჩვენი მთავარი პრობლემაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. რუსეთი სეპარატისტებს და სეპარატიზმს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყენებს,” - დასძინა იაკობაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11