Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისში კოლექტიური ცენტრიდან დევნილებს ასახლებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 აგვ.'10 / 16:15

დევნილების იძულებით გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან მიმდინარეობს თბილისში, ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ყოფილი შტაბის შენობიდან.

გამოსახლების პროცესში პოლიციაც არის ჩართული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად.

ზოგიერთი დევნილის განცხადებით, რომლებიც, ძირითადად, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს წარმოადგენენ, მათ გამოსახლების შესახებ მხოლოდ მიმდინარე კვირაში შეიტყვეს, ხოლო  განსახლების ახალ ადგილზე შეთავაზება არ მიუღიათ.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იტყობინება, რომ დევნილების ნაწილს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ორულსა და ფოცხოში სთავაზობენ საცხოვრებელ სახლებს, თუმცა ამაზე უარს ამბობენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას თბილისის მასშტაბით ითხოვენ. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ხელმიუწვდომელია ინფორმაცია იმის თაობაზე, შესთავაზეს თუ არა გამოსახლებულ დევნილებს ალტერნატიული ფართები.

დევნილთა გამოსახლების ერთ–ერთი ბოლო შემთხვევა თბილისში გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან მოხდა, რომლის დროსაც სამინისტრომ მათ ზუგდიდში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა. თუმცა დევნილები ამ შეთავაზების წინააღმდეგნი იყვნენ დასაქმების ნაკლები პერსპექტივის გამო.

დევნილთა მდგომარეობის შესახებ Amnesty International–ის ანგარიშის თანახმად, რომელიც 5 აგვისტოს გამოქვეყნდა, 2009 წლის ბოლოსათვის კოლექტიურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა 65%–ს დაუკანონდა კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები, თუმცა იმავდროულად ადგილი ჰქონდა შენობების პრივატიზაციის გამო დევნილთა კოლექტიური ცენტრებიდან იძულებით გამოსახლების შემთხვევებსაც.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11