Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი დევნილთა გამოსახლების პროცესს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 აგვ.'10 / 11:18

თბილისში მდებარე სახელმწიფო შენობებიდან ბოლო დროს განხორციელებულმა ინტენსიურმა გამოსახლებებმა დევნილებში "დაძაბულობა“ და "უკმაყოფილება“ გამოიწვია; ასევე არსებობს იმის საფრთხე, რომ დევნილებში სამინისტროს მიმართ გაჩნდება უნდობლობა, რაც მომავალში დევნილებისთვის ხანგრძლივი საცხოვრებლის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს გაართულებს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 17 აგვისტოს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა განაცხადა 13 აგვისტოს, რომ მართალია დევნილთა ორგანიზებული გადასახლება შესაძლოა საჭირო იყოს მათთვის ხანგრძლივი საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის, მაგრამ „მიუხედავად ამისა, გაეროს კომისარიატი დაჟინებით მოითხოვს, რომ ამგვარი გადასახლებიდან გამომდინარე ნებისმიერი გამოსახლება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განხორციელდეს“.

26 ივლისიდან 16 აგვისტომდე პერიოდში პოლიციამ ასობით დევნილი გამოასახლა თბილისში მდებარე სხვადასხვა შენობებიდან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, დევნილ ოჯახებს  10 000 აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ კომპენსაციას ან ალტერნატიულ საცხოვრებელს სთავაზობენ. დევნილთა თქმით, მათ საცხოვრებელი სოფლებში შესთავაზეს, რაც მათთვის მიუღებელია იქ დასაქმების პერსპექტივის ნაკლებობის გამო.

სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა განცხადებაში, რომ გამოსახლების პროცესის მონიტორინგის დროს მან მთელი რიგი პრობლემები გამოავლინა, მათ შორისაა გამოსახლების შემჭიდროებული ვადები.

„დევნილებს, როგორც წესი, გამოსახლების შესახებ აფრთხილებენ 5 დღით ადრე,“ – ნათქვამია განცხადებაში, „დევნილები მიუთითებენ, რომ ხშირ შემთხვევაში გაფრთხილება ატარებს ზეპირ ხასიათს. გამოსახლების მცირე ვადები,  დევნილებს არ აძლევთ საშუალებას დაცალონ შენობები თავიანთი ნივთებისგან.“

ამავე განცხადების თანახმად, ის დევნილები, რომლებიც ალტერნატიულ განსახლებას ექვემდებარებიან, არ ფლობენ ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებლის შესახებ, ან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვთ, რაც ძირითადად საცხოვრებლის ადგილმდებარეობით შემოიფარგლება. "ზემოაღნიშნულის გამო შეუძლებელია დევნილთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.   

"დევნილთა განმარტებით, თავად გამოსახლების პროცესი შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებს. ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფის, არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ცალკეულ შემთხვევაში დევნილები ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც კი მიუთითებენ,“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

Amnesty International-ის მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიში დევნილებზე, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ–ერთ პრობლემად გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლების დევნილებთან კონსულტაციის ნაკლებობას ასახელებს. 

"იძულებით გადაადგილებული პირები უნდა იყვნენ ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ უფლებებს და მომავალს შეეხება და უნდა შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება,” – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ნიკოლა დაქვორთმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10