Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 აგვ.'10 / 18:08

დევნილებისა და გარე მოვაჭრეების საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პოლიციამ ხალხის პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე და მოძრაობა „არა“–ს წარმომადგენელი ლევან ჩიტაძე დააკავა.

ტელეკომპანიების "მაესტროსა“ და "კავკასიის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, პოლიციას ასევე ჰქონდა მცდელობა დაეკავებინა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს მისი დაკავება არ დაანებეს. ჩხარტიშვილის დაკავების მცდელობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი, ტროტუართან ახლოს, გზის სავალ ნაწილზე. დაპირისპირების დროს რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა არ შეჩერებულა, თუმცა შეფერხებული იყო. 

არცერთ ნაციონალურ ტელეკომპანიას დღის გამოშვებებში არ გაუშუქებია რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირება.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, "აბსოლუტურად კანონიერი“ აქციის ორგანიზატორი იყო ის და არა დაკავებული შალამბერიძე ან ჩიტაძე. "მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას,“– განაცხადა ჩხარტიშვილმა, "თუკი ვინმე უკანონოდ უნდა იყოს დაპატიმრებული, ეს მე ვარ“.

დაპირისპირების ადგილას ასევე იმყოფებოდა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჩკორი. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და პოლიციას აძლევდა განკარგულებას აქციის მონაწილეები ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე არ დაეშვათ. 

დევნილებისა და გარე მოვაჭრეების აქციებმა ბოლო დროს დევნილების ნაწილის კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან გამოსახლებისა და თბილისში გარე ვაჭრობის აკრძალვის შემდეგ პერმანენტული სახე მიიღო.

დღევანდელი აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაიწყო, საიდანაც აქციის მონაწილეებმა მანიფესტაციით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.

იმავდროულად, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან, დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი სამეგრელოს იმ სოფლებს სტუმრობდა, სადაც გამოსახლებული დევნილების ნაწილს საცხოვრებელ ფართებს სთავაზობენ. მისი ინფორმაციით, დევნილებისთვის შეთავაზებულ შენობებში არ არის ელექტროენერგია გაყვანილი, არ არის სკოლა და სასოფლო–სამეურნეო მიწები.  

“ელემენტარული საცხოვრებელი პირობები იქ არ არსებობს... შეუძლებელია მოსახლეობისთვის იქ ყოფნა,“– განაცხადა დოლიძემ.

თუმცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, დოლიძის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დევნილებისთვის შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებში "ურთულესი" პირობებია, სიმართლეს არ შეესაბამება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35