Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოთხმა დევნილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'10 / 17:59

ათ დღეზე მეტია, რაც აფხაზეთიდან დევნილი შვიდი ადამიანი შიმშილობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წინ;  ოთხმა დევნილმა კი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.

სხვა დევნილების მსგავსად, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოასახლეს სამართალდამცავებმა თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებიდან, მოშიმშილეები ხელისუფლებისგან თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენ და არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.

მოშიმშილეთა განცხადებით, მათთვის სამინისტროს არანაირი ფულადი კომპენსაცია ან ალტერნატიული ფართი არ შეუთავაზებია და არც არავინ გამოსულა მათთან კონტაქტზე. სამინისტროს წარმომადგენლები კომენტარისთვის ხელმიუწვდომელნი აღმოჩნდნენ.

"არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, სადაც გინდათ იქ წადითო ასე განგვიცხადეს,“– განაცხადა ერთ–ერთმა დევნილმა.

დევნილების გამოსახლებამ მასიური ხასიათი ივლისის ბოლოსა და აგვისტოში მიიღო, როცა პოლიციამ ასობით დევნილი გამოასახლა თბილისში მდებარე მათი კოლექტიური ჩასახლების ცენტრებიდან. გამოსახლების პროცესი სახალხო დამცველმა და გაეროს ლტოლვილთა კომისარიატმა გააკრიტიკა. 

ამან ასევე გამოიწვია საპროტესტო აქციების სერია. უკანასკნელი ასეთი აქცია თბილისის საკრებულოს წინ 26 აგვისტოს გაიმართა და წინამორბედების მსგავსად, ორგანიზებული იყო კონსერვატიული და ხალხის პარტიების მიერ. განსხვავებით 20 აგვისტოს აქციისგან, როცა ადგილი ჰქონდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებას, დღევანდელი აქცია მშვიდობიანად დაიშალა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი 27 აგვისტოსაც აპირებენ  საკრებულოს შენობის წინ შეკრებას, როცა საკრებულოს დეპუტატები მათ პრობლემებზე იმსჯელებენ.

ხელისუფლებამ გამოსახლებული დევნილების ნაწილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო–ეწერში ჩასახლება შესთავაზა. თუმცა დევნილები თავს იკავებენ ამ წინადადების მიღებისგან იმ მოტივით, რომ მათ იქ დასაქმების ნაკლები პერსპექტივა ექნებათ.

სახალხო დამცველის აპარატმა ფოცხო–ეწერში მონიტორინგი განახორციელა, რომლის თანახმადაც ჩასახლებულ დევნილთა 13 ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, დაზიანებულია იატაკი, არ აქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51