Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი სუბელიანს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 სექ.'10 / 13:42

ბოლო პერიოდში დევნილთა გამოსახლების პროცესში არსებულ "დარღვევებზე" და არსებული სიტუაციის გამოსწორების გზებზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა 2 სექტემბერს ომბუდსმენის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია გამოსახლების პროცესში დევნილთა უფლებების დარღვევა;  ასევე  აუცილებელია დევნილთა ინფორმირებულობა გამოსახლების პროცესის თაობაზე, გამოსახლება არ უნდა მიმდინარეობდეს ქაოტურად და დევნილმა უნდა იცოდეს, თუ სად და რა პირობებში გადადის საცხოვრებლად და გადასვლის თაობაზე უნდა არსებობდეს დევნილის თანხმობა.

შეხვედრის შემდეგ სუბელიანმა განაცხადა, რომ "ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფორმირებულობის ხარისხი იყოს მაღალი“.

მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, რომ "ყველა დევნილი, დაკმაყოფილდეს ფართით, ყველა დევნილს მიეცეს თავშესაფარი, რა თქმა უნდა შესაძლებლობის ფარგლებში“, თუმცა „ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი, მეორედ სახელმწიფოსგან აღარ დაკმაყოფილდება“.  

პრესრელიზის თანახმად, ტუღუში და სუბელიანი შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველის ოფისთან და "უპასუხოდ არ დატოვებს სახალხო დამცველის არც ერთ რეკომენდაციასა და წერილს“, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი.   

ივლისსა და აგვისტოში განხორციელებული დევნილთა გამოსახლების პროცესის გამო სახალხო დამცველისა და გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის კრიტიკული პოზიციის პარალელურად, შეშფოთება გამოთქვეს ასევე ევროპის საბჭოშიც.

კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ გრინვეიმ გამოგზავნილ წერილში საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა 2009 წლის რეზოლუციით აღებული ვალდებულება, რომ მან უნდა „უზრუნველყოს ბოლოდროინდელი ან უფრო ადრინდელი კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, რათა მიიღონ თავისუფალი გადაწყვეტილება სურთ თუ არა დაბრუნება, ლოკალურად ინტეგრირება თუ განსახლება ქვეყნის სხვა ნაწილში“.

"კომიტეტის თავმჯდომარე უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა არ გააგრძელოს გამოსახლების პროცესი, ვიდრე არა მოხდება შესაბამისი სამართლებრივი საკითხების გარკვევა, გამოსახლების გამჭვირვალე პროცედურების დადგენა და არ შეიქმნება მდგრადი განსახლებისთვის საჭირო პირობები, ძირითადი სერვისების და სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის ჩათვლით,“– ნათქვამია ევროპის საბჭოს თბილისის წარმომადგენლობის მიერ 31 აგვისტოს გავრცელებულ პრეს–რელიზში, "იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით და ინფორმირებულობის გზით".

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12