Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 სექ.'10 / 23:52

ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და მეორე მძიმედ დაიჭრა ავღანეთში - პირველი მსხვერპლი ქართველ ჯარისკაცებს შორის მას შემდეგ, რაც ისინი ათი თვის წინ ავღანეთში კოალიციურ ძალებს შეუერთდნენ.

28 წლის უფროსი ლეიტენანტი, 31–ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 5 სექტემბერს.

სამინისტროს ცნობით, იმავე ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა 31–ე ბატალიონის კაპრალი ალიკა გითოლენდია, რომელმაც ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

”ჩვენ დავკარგეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ–ერთი საუკეთესო ჯარისკაცი, რაც ძალიან მძიმე და მტკივნეულია ჩვენთვის. ძალიან მძიმეა ასევე  კაპრალ  გითოლენდიას მდგომარეობა,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა.

საქართველომ შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, აშშ-ის მეთაურობის ქვეშ 2010 წლის აპრილში გააგზავნა, რითაც ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი ავღანეთში, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. პირველად საქართველომ ავღანეთში, საფრანგეთის მეთაურობის ქვეშ, ერთი ასეული 2009 წლის ნოემბერში გააგზავნა.

დაღუპულ უფროს ლეიტენანტ შუკვანს მიღებული აქვს ჯილდოები შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის;  უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის და უწყებრივი მედალი – "სამშობლოსათვის თავდადებული“.

ის შეიარაღებულ ძალებს 2006 წელს შეუერთდა და ერაყშიც მსახურობდა, სადაც 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს 2 000 ჯარისკაცი ყავდა გაგზავნილი. ერაყში საქართველომ, უშუალოდ საბძოლო მოქმედებების შედეგად, სამი ჯარისკაცი დაკარგა; ამის გარდა ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა, ხოლო ერთმა თავი მოიკლა. 

”ეს [მისია ავღანეთში] არის რთული სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ქართველი სამხედროები პირნათლად  ასრულებენ საკუთარ მოვალეობას,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ 5 სექტემბერს.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 5 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებაა გამოთქმული. იქვე ნათქვამია: ”ჩვენ ვგლოვობთ მის დაკარგვას და ამასთან მივესალმებით 31-ე ბატალიონიდან მისი თანამებრძოლების თავგანწირვას.”

”საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველი ხალხს საციცოცხლო მნიშვნელობის წვლილი შეაქვთ იმ საერთო მიზნის განხორციელებაში, რომელიც ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარეობს. აშშ დიდად აფასებს და პატივს სცემს საქართველოს წვლილს და იმ მსხვერპლს, რომელიც ამ წვლილს თან სდევს,” - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10