Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სომალისთან გატაცებულ გემზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 სექ.'10 / 15:47

მალტის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ეკიპაჟის 15  ქართველი წევრით და 3 თურქი მეზღვაურით ადენის ყურეში მეკობრეებმა გაიტაცეს, განაცხადა ევროკავშირის საზღვაო ძალების მისიამ რეგიონში (EU NAVFOR) 8 სექტემბერს.

MV OLIB G, რომლის მფლობელიც ბერძნული კომპანიაა და რომლის ეკიპაჟი ბათუმში განთავსებული მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანია "გრინვიჩ XXI“-ის მიერ არის დაკომპლექტებული, მეკობრეებმა 8 სექტემბერს დილით გაიტაცეს სომალის სანაპიროებთან. 

"გრინვიჩ XXI“–ის დირექტორმა სერგო დევაძემ 9 სექტემბერს განუცხადა ტელეკომპანია "იმედს“, რომ გემი ალექსანდრიის პორტიდან ინდოეთისკენ მიემართებოდა გემის ჯართში ჩასაბარებლად.

გატაცებულ მეზღვაურებს შორის ერთ-ერთი დევაძის შვილია. ეკიპაჟის დანარჩენი ქართველი წევრებიც ბათუმელები არიან, განაცხადა დევაძემ და აქვე აღნიშნა, რომ მის კომპანიას მომხდარის შესახებ  სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

EU NAVFOR, რომლის ამოცანაა ადენის ყურის პატრულირება და ჰუმანიტარული ტვირთების ესკორტირება, განაცხადა, რომ გემიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მას ნავი უახლოვდებოდა. ამის შემდეგ გემთან კავშირის დამყარება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც გადაწყდა გემის დასაზვერვად რეგიონში არსებული ამერიკული სამხედრო ხომალდიდან ვერტმფრენი გაეგზავნათ, რომელმაც MV OLIB G-ზე ორი მეკობრე შენიშნა.

EU NAVFOR–მა ასევე განაცხადა, რომ გატაცებული გემი იმ მარშრუტს მიყვებოდა, რომელიც ამ რეგიონში მოძრავი გემებისთვისაა რეკომენდირებული და რომლის პატრულირებაც ხდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66