Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 სექ.'10 / 17:54

საქართველო ნატოს ეგიდით მიმდინარე ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობს, რათა მიიღოს საბრძოლო გამოცდილება და ხელი შეუწყოს ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ინტეგრაციას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 სექტემბერს.

”ის, რომ ავღანეთში ამდენი პრობლემა არის, ეს საქართველოსთვის არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მთავარი საკითხებიდან გადადის [საერთაშორისო] ყურადღება. ის, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, ეს, რა თქმა უნდა, ასევე არის  ჩვენი საერთო ბრძოლა,” – განაცხადა მან ქუთაისში, კადეტთა კორპუსის ახალი შენობის გახსნისას.

”რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცამ თქვას: ’ჩვენ ამდენი პრობლემა გვაქვს, ჩვენი ტერიტორიები დაპყრობილია რა დროს სადღაც წასვლაა და სადღაც ბრძოლაა’; მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ეს პრობლემები, ჩვენ გვჭირდება დიდი საბძოლო გამოცდილება ჩემო მეგობრებო და ეს არის უნიკალური საბძროლო და საომარი სკოლა, ნამდვილი ომით გამოცდა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”საქართველო არ არის არც ნორვეგიის და დანიის მდგომარეობაში და არც ავსტრალიის მდგომარეობაში. შეხედეთ ჩვენს პოზიციას, ჩვენს მდგომარეობას, ჩვენს გამოწვევებს, ჩვენს საფრთხეებს - შეგვიძლია ჩვენ თუ არა ვთქვათ შეიარაღებულ ძალებზე უარი და შეგვიძლია თუ არა ჩვენ ვთქვათ სამხედრო სკოლაზე უარი? ეს [ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა] არის საშუალება, რომ ინტეგრირებული ვიყოთ მსოფლიოს საუკეთესო ძალებთან, ვნახოთ ყველაზე ბოლო ტექნიკა, ვნახოთ ყველაზე ბოლო მიღწევები, ვნახოთ ბრძოლის ყველაზე ბოლო ინსტრუმენტები და საბოლოო ჯამში ვისწავლოთ ძალიან ბევრი რაღაცა და ეს გრძელვადიანად მოვახმაროთ ჩვენი ოფიცრების და ჯარისკაცების და შეიარაღებული სკოლის შექმნას.”

”მე ვიცი, რომ არავის არ უხარია ქართველების დაღუპვა, პირველ რიგში, მე მიკვდება გული. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ იმ ოჯახების და თვითონ ამ ჯარისკაცებისა, რომელთაც ერთხელ არ დაუჩივლიათ, რომლებიც სრული გააზრებით თავისი მისიის მონაწილეობენ ამ ყველაფერში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ამოგლეჯილი და კონტექსტიდან გასული მისია კი არ არის, ეს არის საქართველოს სერიოზული მისია და საქართველოს სერიოზული ბრძოლა,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ის რომ კადეტთა კორპუსში მოსახვედრად დიდი კონკურსი იყო, ნიშნავს იმას, რომ ”ქართული საბრძოლო სული ცოცხლობს, არა მხოლოდ არ ჩამკვდარა, არამედ ძლიერდება.”

”ეს ნიშნავს, რომ კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი; ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელები არ ჩამოუშვია, საქართველო თავის ბედს არ შეგუებია - ვიღაცის მიერ დადგენილს; საქართველოს აქვს რწმენა მომავლის, საქართველოს აქვს რწმენა გამარჯვების,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, წარსულში საქართველოს არაერთი გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე ყოლია, თუმცა ისინი სხვა ქვეყნების სამსახურში იყვნენ. “ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი ვიყოთ საქართველოში, ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, თუ საჭიროა მოვკვდეთ საქართველოსთვის და გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. ამაზე დიდი პატივი ძალიან ცოტა თაობას ღირსებია საუკუნეების განმავლობაში... ეს არის განსაკუთრებული პრივილეგია ჩვენი თაობის,” – განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11