Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი გაეროში რამოდენიმე კოლეგას შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 სექ.'10 / 12:43

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი 23 სექტემბერს ნიუ–იორკში თავის კოლეგებს შეხვდა ლიტვიდან, სენეგალიდან, კვიპროსიდან და ყირგიზეთიდან.

მანამდე, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სააკაშვილმა ხორვატიის და ფინეთის პრეზიდენტებთან გამართა მოლაპარაკებები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვიპროსის პრეზიდენტთან დიმიტრიოს ქრისტოფიასთან შეხვედრაზე სახელმწიფო ლიდერებმა იმსჯელეს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციაზე, რომელსაც კენჭის ყრის დროს  კვიპროსმა მხარი არ დაუჭირა.

"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ იმის გამო ჩათვალა საჭიროდ შეხვედროდა კვიპროსის პირველ პირს, რომ მხარეთა შორის საუბარი შემდგარიყო სამომავლო ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ,“ – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

სენეგალის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან სენეგალელი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10