Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი: უვიზო რეჟიმი ჩრდილოეთ კავკასიისთვის თბილისის პროპაგანდაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ოქტ.'10 / 15:42

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის გზა, რომლითაც საქართველომ გაამარტივა სავიზო რეჟიმი ჩრდილოთ კავკასიის შვიდ რესპუბლიკაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, არის თბილისის "პროპაგანდის“ ნაწილი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 13 ოქტომბრიდან ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო საზღვრის გადაკვეთისას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა 12 ოქტომბერს, რომ ამგვარი ქმედება თბილისის „ერთიანი კავკასიის“ პოლიტიკის ნაწილია, რომლის პრიორიტეტებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაახმოვანა.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყებას არ მიუღია შეტყობინება ამგვარი ქმედების თაობაზე და მოსკოვმა თბილისის გადაწყვეტილების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო.

"იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც ცივილიზებულ პარტნიორებს შორის არსებობს, ამის განხილვა მიღებულია ორმხრივ საფუძველზე,“ – იტყობინება "რია ნოვოსტი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით 12 ოქტომბერს, "ის გზა, რომლითაც ამის გაკეთებას აპირებენ, უფრო მეტად კიდევ ერთ პროპაგანდისტულ ნაბიჯს გვაგონებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ, რომ თბილისმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება რუსული მხარის ინფორმირების გარეშე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ 12 ოქტომბერს განაცხადა: "საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ თვითონ ვწყვიტავთ რა სავიზო რეჟიმი გვექნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“. 

იმავრდოულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა 12 ოქტომბერს, რომ ეს გადაწყვეტილება კავკასიელ ხალხებს შორის დიალოგის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

"სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის  სხდომაზე  მნიშვნელოვანი ინიციატივა გააცხადა - ერთიანი  კავკასიის შესახებ,“ – აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ, "ეს გადაწყვეტილებაც,  ბუნებრივია კავშირშია პრეზიდენტის ამ ინიციატივასთან და კავკასიელ ხალხებს შორის დიალოგის გაღრმავებისკენ არის მიმართული“.

ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ვიზის აღება საქართველოში ჩამოსვლისას ან მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში უწევდა.

საქართველოს ვიზები ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე არ გაიცემა. ორ ქვეყანას შორის არსებული ეს სასაზღვრო–გამშვები პუნქტი 2010 წლის მარტში გაიხსნა. ოფიციალური თბილისის განმარტებით, ამ შეზღუდვის გამო, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რთულია საქართველოში სახმელეთო გზით შემოსვლა, ვინაიდან მათ ჯერ მოსკოვში უწევთ ვიზის ასაღებად ჩასვლა.

ეს საკითხი 12 ოქტომბრის პარლამენტის სხდომის ხანმოკლე განხილვის საგანი გახდა. დეპუტატები ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან აცხადებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები წამოჭრა და საჭირო იყო მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფათოებულ სხდომაზე განხილვა.

ხელისუფლებამ უარყო ამ პრობლემების არსებობა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა: "უსაფრთხოება რეგიონში არა ვიზის გაცემით ან არგაცემით, არამედ სრულიად განსხვავებული მეთოდებითა და საშუალებებით  კონტროლდება“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22