Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ისრაელის ორი მოქალაქე მოქრთამვის ბრალდებით დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ოქტ.'10 / 19:24

ბიზნესმენი ისრაელიდან, რომელსაც მრავალმილიონიანი დავა აქვს საქართველოსთან, თავის პატრიორთან ერთად საქართველოს მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რონ ფუქსი და მისი პარტნიორი, ასევე ისრაელის მოქალაქე, ზეევ ფრენკიელი ქართველმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ხვდებოდნენ, რომელსაც ისინი ქრთამის სახით 7 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდნენ. 
 
16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა ისრაელის ორი მოქალაქის გირაოთი გათავისუფლებაზე და მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი ფუქსის ბერძენი პარტნიორის იოანის კარდასოპოლუსის მიმართ, მხოლოდ მის დაუსწრებლად. ეს უკანასკნელი ამჟამად ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნება იმავე საქმესთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილობითი განცხადების თანახმად, რონ ფუქსმა და იოანის კარდასოპოლუსმა, მათთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად, გადაწყვიტეს ზეევ ფრენკიელის მეშვეობით ავთანდილ ხარაიძისათვის 7 მილიონი აშშ დოლარის  ქრთამის მიცემა.

”სანაცვლოდ კი ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას ფუქსისა და კარდასოპოლუსისათვის მისაღებ პირობებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა არ გაასაჩივრებდა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მორიგების პირობებზე შეჯერებისას სახელმწიფოს ინტერესების შელახვის ხარჯზე უნდა მომხდარიყო მათთვის ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევა,” - ნათქვამია განცხადებაში.

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფოს ფუქსისა და კარდასოპოლუსისთვის 98.1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ეკისრება.

საქმე, თავისი თანმდევი საარბიტრაჟო პროცესით, 1991 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია Tramex-მა, რომელიც ორი მეწილით, ფუქსით და კარდასოპოლუსით იყო წარმოდგენილი, საქართველოს ენერგოსექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლა დაიწყო. 1992 წელს Tramex-მა საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან ერთობლივი საწარმო დააფუძნა და ნავდობსადენის ქსელის განვითარებაზე უფლება მიიღო, რომელიც 1996 წელს გაუქმდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ჩამოაყალიბა. კორპორაციამ კი,  საბოლოო ჯამში, საერთაშორისო კონსორციუმთან გააფორმა კონტრაქტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომლის საშუალებითაც მოხდებოდა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზარზე საქართველოს და თურქეთის გავლით.    

ამის შემდეგ Tramex-ი და საქართველოს ხელისუფლება ამაოდ ცდილობდნენ დავის მოგვარებას, მათ შორის კომპანიისთვის შესაძლო კომპენსაციის გადახდის ჩათვლით.

2004 წლის ნოემბერში ფუქსს და კარდასოპოლუსს საქართველოს მთავრობამ აცნობა, რომ მათი პრეტენზიები კომპენსაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო, რის შემდეგაც ორმა ბიზნემენმა ცალ-ცალკე უჩივლეს საქართველოს მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID).

2010 წლის 3 მარტს საარბიტრაჟომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც საქართველომ დაარღვია ენერგო ქარტიის საერთაშორისო ხელშეკრულება (რომელიც ენერგოსექტორში საერთაშორისო გარიგებების წესებს ადგენს) და უკანონოდ ჩამოართვა კარდასოპოლუსს საქართველოში ჩადებული ინვესტიციები, ხოლო ფუქსთან დაკავშირებით, არბიტრაჟმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი შეთანხმება ინვესტიციების დაცვის შესახებ.

გადაწყვეტილების  თანახმად, თითოეულმა ინვესტორმა უნდა მიიღოს 15.1 მილიონი აშშ დოლარი ზარალის ასანაზღაურებლად, პლუს პროცენტები, რაც დავის წარმოშობიდან, 1996 წლიდან, განაჩენის დადგომამდე - 2010 წლამდე დაგროვდა და რაც თითოეულ ინვესტორზე 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის გარდა საქართველოს ასევე დაეკისრა ორი ინვესტორის სასამართლო ხარჯების დაფარვა, რაც 7.9 მილიონ დოლარს შეადგენს.

Iareporter.com, საინფორმაციო ვებ–გვერდი, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო დავებს აშუქებს, იტყობინება, რომ ივლისში საქართველომ გადაწყვიტა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება. ამავე ინფორმაციით, ორშაბათს იგეგმება მოსმენა, სადაც სამი წევრისგან შემდგარი არბიტრაჟი განიხილავს ვერდიქტის აღსრულების შეჩერება, მანამ სანამ გასაჩივრების განხილვა მოხდება, ძალაში დატოვოს თუ არა. ორი ბიზნესმენი არბიტრაჟისგან ითხოვს საქართველოს დაავალოს ფინანსური გარანტიების წინასწარ დადება, რათა ვერდიქტის ძალაში დატოვების შემთვევაში მათ კუთვნილი თანხის აღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნათ, იტყობინება Iareporter.com.     

ქართველომა სამართალდამცველებმა ფარული ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნეს, სადაც ნაჩვენებია ფუქსის შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, რომელიც სექტემბერში სტამბულში შედგა. საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი ის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის მორიგების მიღწევას ისახავდა მიზნად და სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მთავრობას წარმოადგენდა. ვიდეოჩანაწერში მამაკაცი, რომელიც ჩანაწერის თანახმად ფუქსია, ეუბნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ მას 80 მილიონი აშშ დოლარის მიღება სურს და რომ შეუძლია უკან დააბრუნოს 80 მილიონის ზემოთ მისაღები თანხა.

ფუქსი და მისი თანამზრახველი მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ.

”ბატონმა ფუქსმა, სხვა პირთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟის დავათა განხილვის ცენტრში მოიგო 100 მლნ დოლარი. მისი დაპატიმრება, ჩვენი აზრით, არის ანგარიშსწორების მეთოდი, რათა მოგებულ თანხაზე უარი თქვას და ეს საქმე ასე დასრულდეს. აი ასე აფასებს დაცვის მხარე ამ საქმეს,” - განაცხადა ფუქსის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 ოქტომბერს უარი თქვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებაზე. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ რონ ფუქსი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებდა, თუმცა "ის ჩამოვიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან [ნიკა გილაურისაგან] მიიღო მოწვევა".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52