Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი 'თავისუფლების ქარტიას' განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ოქტ.'10 / 14:19

საპარლამენტო კომიტეტები მიმდინარე კვირაში "თავისუფლების ქარტიის“ განხილვას გეგმავენ, რომელიც ე.წ. პატრიოტის აქტთან და ლუსტრაციის დებულებებთან ერთად საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, კომუნისტური თუ ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ქუჩების სახელწოდებების თუ სხვა იდეოლოგიის და პროპაგანდის მატარებელი საშუალებების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მათი აღმოფხვრის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სპეციალური კომისია, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტის ფრაქციათა წარმომადგენლების მონაწილეობით ქმნის. აღნიშნული კომისია მუშაობს ასევე ლუსტრაციის თემატიკაზეც.

კანონპროექტის ინიციატორია საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე და დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია თორთლაძე.

მან გასული წლის დეკემბერში "თავისუფლების ქარტიის“ სახელწოდების ქვეშ გააერთიანა მის მიერ ადრე ინიცირებული ორი კანონპროექტი ე.წ. პატრიოტის აქტის და ლუსტრაციის შესახებ.

შედეგად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს ანტიტერორისტული ღონისძიებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვას და ვიდეო–თვალთვალს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. პირობითი საზღვრის განსაკუთრებულ მონიტორინგს, საქართველოში შემოსული ტვირთებისა და 10 ათას ლარს ზევით ფინანსური გადარიცხვების მონიტორინგს; ხოლო ლუსტრაციის ნაწილში იგი ითვალისწინებს 1991 წლის 9 აპრილამდე პერიოდში ყოფილი სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის, კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის მაღალჩინოსნებისთვის თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას. 

აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მარტში განიხილა, თუმცა ვინაიდან საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვასთან დაკავშირებული ახალი დებულებები დაემატა, მასზე იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების  კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხელახლა იმსჯელებენ.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15