Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის" შესახებ კანონი მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ოქტ.'10 / 11:40

პარლამენტმა 26 ოქტომბერს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნაწილობრივ ათავისუფლებს გადასახადებისგან იმ ინვესტიციებს, რომლებიც ქობულეთში 11.4 ჰექტარზე სასტუმროების მშენებლობაში ჩაიდება. 

კანონის თანახმად, ინვესტორი, რომელიც სულ ცოტა 1 მილიონ ლარს ჩადებს ქობულეთში სასტუმროს მშენებლობაში, მომდევნო 15 წლის მანძილზე მოგების და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. თავდაპირველი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სექტემბერში გამოაცხადა, ითვალისწინებდა რომ სასტუმროს მშენებლობა ინვესტორს 2011 წლის 1 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა ის საგადასახადო შეღავათებს.

თუმცა, შემდეგ ეს შემოთავაზება შეიცვალა და გადაწყდა, რომ საბოლოო ვადებს თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის სპეციალური სახელმწიფო კომისია განსაზღვრავს.

ინვესტორები, რომლებიც მზად არიან სულ ცოტა 1 მილიონი ლარი ჩადონ მშენებლობაში, შეძლებენ ნაკვეთის აღებას ე.წ. ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, "სიმბოლურ 1 ლარად“, ნათქვამია მიღებულ კანონში.

მთავრობა ვალდებულებას იღებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოს ტერიტორიაზე, მათ შორის გაზის, წყლის, ელექტროენერგიის და გზის მიყვანა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
74