Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ნოე.'10 / 01:46

  • აქცენტი კეთდება ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობაზე;
  • ნატო-რუსეთის თანამშრომლობა ”სტრატეგიული მნიშვნელობისაა”;
  • ეს თანამშრომლობა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს.

ნატოს ახალ სტრატეგიული კონცეფციაში, რომელიც 19 ნოემბერს ლისაბონის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა დაამტკიცეს, საქართველოსთან მიმართებაში მოყვანილია ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილება, რომელშიც ნატომ განაცხადა, რომ საქართველო მომავალში გახდება ალიანსის წევრი.

11-გვერდიან კონცეფციაში, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ნატოს სამოქმედო გეგმის ფუნქციას შეასრულებს, ნათქვამია, რომ ალიანსის მიზანი იქნება ”გააგრძელოს და განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან ნატო-უკრაინის და ნატო-საქართველოს კომისიების ფარგლებში იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ნატოს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული 2008 წელს და ასევე ამ ქვეყნების ევრო-ატლანტიკური ორიენტაციისა და მისწრაფებების გათვალისწინებით.”

დოკუმენტის მიღების შემდეგ, პრეს–კონფერენციაზე საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ეს კონცეფცია ”უბრალო განცხადება არ არის.”

”ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც აყალიბებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელსაც ნატო გადადგამს. ეს სამოქმედო გეგმა შექმნის ალიანსს, რომელიც იქნება უფრო წარმატებული, ჩართულობისკენ ორიენტირებული და უფრო ეფექტური ვიდრე ოდესმე,” – განაცხადა რასმუსენმა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ სამიტზე, მწვავე დებატების შემდეგ, ნატოს ლიდერებმა უარი თქვეს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (Membership Action Plan - MAP) მინიჭებაზე; თუმცა, ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო ოდესმე მომავალში გახდებოდა ნატოს წევრი. იმ დროს გაკეთებულ საჯარო განცხადებებში საქართველოს ხელმძღვანელობას მოუწია მისალმებოდა ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოს ამ გადაწყვეტილებას "სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა.

2008 წლის სექტემბერში ნატო–საქართველოს კომისია შეიქმნა. ეს არის მთავარი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ნატო–საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს მიერ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში (Annual National Programme - ANP) ასახული რეფორმების განხორციელება ფასდება. ალიანსი ამ პროგრამის შესრულებას ყოველ წელს აფასებს.

ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საგზაო რუკაა, 2008 წლის დეკემბერში ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იქნა შემოღებული.

თუმცა, ეს პროგრამა არ არის MAP-ის შემცვლელი. 2009 წლის აპრილში სტრასბურგსა და კელში გამართულ სამიტზე ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ MAP–ის მიღება და ამ ეტაპის გავლა კვლავ რჩება აუცილებელ პირობად მანამ, სანამ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება მოხდება.

ლისაბონის სამიტამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებით, რომ თბილისის სურვილია სამიტზე იხილოს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ დადასტურება.

19 ნოემბერს მიღებულ ნატოს ახალი კონცეფცია ასევე ადასტურებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და აცხადებს, რომ ნატოს წევრი შეიძლება გახდეს ”ყველა ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა აიღოს წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება და რომლის ალიანსში გაწევრიანება წვლილს შეიტანს საერთო უსაფრთხოების საქმეში.”

რუსეთთან დაკავშირებით ახალ კონცეფციაში ნათქვამია, რომ ალიანსი ამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობას ”სტრატეგიულ მნიშვნელობას” ანიჭებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ”დემოკრატიის და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.”

”გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნატოსა და რუსეთის უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია და რომ მძლავრი და კონსტრუქციული პარტნიორობა, დაფუძნებული ურთიერთნდობაზე, გამჭვირვალობასა და პროგნოზირებად ვითარებაზე, საუკეთესო კუთხით წაადგება ჩვენს უსაფრთხოებას,” – ნათქვამია კონცეფციაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9