Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულმა პარტიამ სამოქმედო პრიორიტეტები წარმოადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ნოე.'10 / 20:42

ხელისუფლების უსწრაფესი ცვლა და ქვეყნის გამოყვანა უმძიმესი პოლიტიკურ–ეკონომიკური კრიზისიდან –  ეს ის მთავარი მიზნებია, რომლებზეც ლიდერებმა ახალი ოპოზიციური "ქართული პარტიის“ დამფუძნებელ ყრილობაზე ისაუბრეს.

24 ნოემბერს ყრილობამ ”ქართული პარტიის” თავმჯდომარედ აირჩია ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი; თანათავმჯდომარეებად  – ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და 2008 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, გენერალურ მდივნად –   კოკა გუნცაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად რუსეთში ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი.

ქართულმა პარტიამ ყრილობაზე გამოაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობის მიღებას "სახალხო კრებაში“, რომელიც 25 ნოემბერს პარლამენტის წინ იგეგმება, რათა იდგეს იქ, "სადაც ქართველი ხალხი დგას“.

ამასთან,  პარტიის ლიდერების განცხადებით, არსებობს ზუსტად გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც მომავალი წლის გაზაფხულიდან "ქართულ პარტიას ეყოლება 50 ათასი კარგად ორგანიზებული არმია ადამიანებისა, რომლებიც მზად იქნებიან ნებისმიერი გამოწვევისთვის“.

ყრილობას საფრანგეთიდან ვიდეო–ჩანაწერით მიმართა ირაკლი ოქრუაშვილმა და განაცხადა, რომ ამ პარტიის შექმნით "წერტილი დაესვა სკეპტიციზმს, იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ვერ გაერთიანდებოდა“, რადგან "ჩვენ შევქმენით საკმაოდ მყარი ერთობა“ და "ვინც ამ გუნდში ვერ მოხვდა, მან საკუთარ ამბიციებს ვერ გადააბიჯა“.

“ჩვენ დავამარცხებთ ამ რეჟიმს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ამას მივიჩნევთ ჩვენს მოვალეობად,“– განაცხადა ოქრუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას და პროცესებში უშუალო მონაწილეობას გეგმავს.

"ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციის გზით სვლა, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს გარდაუვალია, ჩვენ არ გვსურს ისეთი ბრძოლა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, მაგრამ ჩვენ მშვენივრად ვაცნობიერებთ, რომ ეს გარდაუვალია. ჩვენ არ ვაპირებთ თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მოგვიანებით, სოზარ სუბარმა ამ სიტყვების განმარტებისას აღნიშნა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას მისი პოლიტიკური ძალა "არ დაუშვებს“. 

სუბარის თქმით, ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა, მაგრამ ის "აუცილებლად“ გამარჯვებით დამთავრდება – “ამ გამარჯვების ავანგარდი ვართ ჩვენ და ჩვენი ვალია ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე“.

ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, "დღეიდან იწყება სააკაშვილის რეჟიმის დაცემის დროის ათვლა“.

პარტიის გენერალური მდივნის კოკა გუნცაძის განცხადებით, პარტიული ლიდერების გაერთიანება ორი მთავარი მიზნით მოხდა – "რაც შეიძლება სწრაფად და ნეგატიური შედეგების გარეშე, შეძლებისდაგვარად, მოვაცილოთ ეს ხელისუფლება მართვის სადავეებს და მეორე, შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფოს მყარი საფუძვლები“.

პარტიის ლიდერებმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრეს ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე და საგარეო პოლიტიკაზე. ეროსი კიწმარიშვილის თქმით, მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა, თუმცა "ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის ნაწილი, თუ არ მოვახდენთ ურთიერთობის ნორმალიზებას მეზობლებთან, პირდაპირ ვიტყვი რუსეთთან".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14