Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისში ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ნოე.'10 / 16:05

ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა თბილისში გასულ ღამით მომხდარ ორ აფეთქებას, რომლებიც ჯავახიშვილის ქუჩასა და მუხიანში მოხდა.

"ორივე შემთხვევაში გამოყენებული იყო ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება," – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პირველი აფეთქება 01:30 საათზე ჯავახიშვილის ქუჩის ნომერ 88 კორპუსთან მოხდა, რის შედეგადაც 65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, რომელიც მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლში ცხოვრობდა. ამავე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

იმავე კორპუსში, რომელთანაც აფეთქება მოხდა, განთავსებულია ლეიბორისტული პარტიის ოფისი, რომელიც, გარშემო მდებარე რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის მსგავსად, დაზიანდა. აფეთქებამ ჩაამსხვრია ახლომდებარე შენობების ფანჯრების მინები.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა, რომ აფეთქების მიზანი ოპოზიციის, განსაკუთრებით ლეიბორისტული პარტიის დაშინება იყო და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა.

პირველი აფეთქებიდან დაახლოებით საათნახევარში, მეორე აფეთქება მუხიანში მოხდა.

შსს-ს ცნობით დაახლოებით 02:56 საათზე აფეთქება მუხიანის პირველი მიკრორაიონის ნომერ 13 კორპუსში მდებარე სუპერმარკეტის წინ მოხდა, რის შედეგადაც მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები.

ორივე აფეთქების გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

სისხლის სამართლის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტში ნათქვამია: ”გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქება და ამით შეგნებულად სიცოცხლისათვის, ჯამრთელობისათვის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნა.”

შსს-ს განცხადებით, აფეთქების სხვა დეტალების გარკვევას ”გარკვეული დრო ესაჭიროება.”

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
64