Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცვლილებები დიპლომატიურ კორპუსში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ნოე.'10 / 14:29

საქართველოს 11 ახალი ელჩი ეყოლება, რომელთა კანდიდატურებიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბოლში საქართველოს კონსული იყო ორი ვადით და დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობს.

ის უკვე მესამე დიპლომატი იქნება, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზეა წარდგენილი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. გასულ ნოემბერს დამტკიცებულმა ელჩმა, პრეზიდენტის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა ივანე ნონიაშვილმა თანამდებობა იანვარში დატოვა საჯარო განმარტებების გარეშე, ხოლო აპრილში დამტკიცებული ახალი ელჩი, დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ქავთარაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას იმის გამო ვერ შეუდგა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მას ბაქომ აგრემანი არ მისცა. თუმცა თბილისის ოფიციალური ახსნა იყო რომ ქავთარაძის ბაქოში დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება თავად საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა, რადგან პარლამენტში მიიჩნიეს, რომ მისი საკანონმდებლო ორგანოში დარჩენა უფრო სასარგებლო იქნებოდა. 

სომხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი. იგი გრიგოლ ტაბატაძეს შეცვლის, რომელიც სომხეთში საქართველოს საელჩოს 2009 წლის ივნისიდან ედგა სათავეში.

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს მისივე მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ჟღენტი შეცვლის.

შვეიცარიაში საქართველო ელჩის თანამდებობას კი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიკავებს.  

პორტუგალიაში ელჩად წარდგენილია გიორგი გორგილაძე, დღემდე საქართველოს ელჩი შვეიცარიაში.

შვედეთში ელჩის თანამდებობას დაიკავებს კოტე ქავთარაძე, პოლონეთში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი. იგი ამ თანამდებობაზე ამირან კავაძეს შეცვლის.

პოლონეთში ახალ ელჩად დაინიშნება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც აქამდე სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში ხელმძღვანელობდა საქართველოს დიპლომატიურ მისიას.

სლოვაკეთსა და სლოვენიაში ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ნალბანდოვი არის დასახელებული.

ეგვიპტესა და სირიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ჩაიბარებს არჩილ ძულიაშვილი, ქუვეთში, ბაჰრეინსა და კატარში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელი. იგი ახალ თანამდებობაზე შეცვლის გოჩა ჯაფარიძეს, რომელიც ელჩად 2009 წლის მარტში იქნა დამტკიცებული.

ბრაზილიაში ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ ბერძენიშვილი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

მექსიკაში საქართველოს ელჩად წარდგენილია მალხაზ მიქელაძის კანდიდატურა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23