Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი ჟენევის დისკუსიების მეთოთხმეტე რაუნდით იმედგაცრუებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 დეკ.'10 / 12:02

თბილისი "იმედგაცრუებულია“ ჟენევის მოლაპარაკებების მე–14 რაუნდით და ასევე თანათავმჯდომარეების მხრიდან "მყარი და მკაფიო“ პოზიციის არარსებობის გამო, განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ 16 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

საქართველო დაჟინებით მოითხოვს რუსეთისთან, რომ ძალის არგამოყენების პირობა დადოს მას შემდეგ, რაც ანალოგიური ცალმხრივი დეკლარაცია პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს გააკეთა. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და დასძენს, რომ თბილისი, ერთის მხრივ, და ცხინვალი და სოხუმი, მეორეს მხრივ არიან კონფლიქტის მხარეები. რუსეთი, რომელიც ცდილობს შუამავლად წარმოჩნდეს, მიესალმა სოხუმის და ცხინვალის მიერ ჟენევის დისკუსიების მე–14 რაუნდის წინ დადებულ პირობებს ძალის არგამოყენების თაობაზე.

"ჩვენ ვისმენთ ცინიკურ განცხადებებს [რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან], რომ, თურმე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საერთოდ არ არსებობს,“ – განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს.

"ჩვენ ვთვლით, რომ როდესაც ასეთი განცხადებები გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს შეშფოთების საგანია ყველასათვის და რეაქცია ამაზე უნდა იყოს უფრო მყარი და მკაფიო," – განაცხადა მან.

"პოზიცია, რომელსაც თანათავმჯდომარეები აფიქსირებენ, უნდა იყოს ბევრად უფრო მკაფიო და მყარი. ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი იმედგაცრუება ამასთან დაკავშირებით,“ – დასძინა ბოკერიამ.

ჟენევის დისკუსიებში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაიწყო, თბილისის, მოსკოვის, სოხუმის, ცხინვალის და ვაშინგტონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

"გვაქვს მყარი პოზიცია, რომ დაინტერესებული ვართ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებით, მაგრამ, ბუნებრივია, მარტო გაგრძელება არ არის საქმე. უნდა იყოს არსებითი დისკუსია იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ რაუნდებში თანათავმჯდომარეები უფრო მკაფიო და მყარ პოზიციას დაიკავებენ. ეს აუცილებელია, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ. ასეთ შედეგებს წარსულში ჰქონდა ადგილი და ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რაუნდისას ეს არ ყოფილა და ეს არის პრობლემა,“ – განაცხადა ბოკერიამ.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ყველა მონაწილე "შეთანხმდა იმაზე, რომ ცალმხრივი ვალდებულებები ძალის არგამოყენების თაობაზე, როგორც სამართლებრივი ვალდებულება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროცესის ხელშეწყობის საქმეში“.

"თანათავმჯდომარეებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელმა დისკუსიებმა ბოლო და შესაბამისი მოვლენების ჭრილში, ხელი შეუწყო ამ კუთხით განხორციელებულ მუშაობას და შესაძლოა იმპულსი მისცეს შემდგომ ნაბიჯებს ჟენევის პროცესში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს საკითხებში ანტი ტურუნენმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ განხილულ იქნა ძალის არგამოყენების და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სხვადასახვა ასპექტები. მისი თქმით, მონაწილეები განაგრძობენ მუშაობას ამ საკითხზე, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება მოსაგვარებელი.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა მოლაპარაკებებზე.

Associated Press-ის თანახმად, დისკუსიების შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის სააკაშვილის ცალმხრივი დეკლარაცია ძალის არგამოყენების თაობაზე დაეხმარება მხარეებს ადგილზე არსებულ კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება. მან რუსეთს ანალოგიური პირობის დადებისკენ მოუწოდა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო მე–15 რაუნდი 4 მარტს გამართონ.   

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33