Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი წელს საქმეთა 0.04%–ზე დადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 დეკ.'10 / 15:29

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წელს განხილული სისხლის სამართლის საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 0.04%–ზე იქნა გამოტანილი, ნათქვამია სასამართლოს მიერ 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ მონაცემებში.

თბილისის საქალაქო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა, რომელიც დედაქალაქს ფარავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წელს გამართული 7 296 სისხლის სამართლის საქმიდან, გამამართლებელი განაჩენი დადგა 3 საქმეზე, 3 პირის მიმართ, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი – 9 საქმეზე, 18 პირის მიმართ.
 
2009 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენი 0.05%–ზე იქნა გამოტანილი, რომლის დროსაც 5 პიროვნება გაამართლეს 4 საქმესთან დაკავშირებით, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დადგა 30 პირის მიმართ 26 საქმეზე.

2008 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული დაახლოებით 7 000 სისხლის სამართლის საქმიდან 16 პირის მიმართ იქნა გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტი, ხოლო 48 პირი ნაწილობრივ გამართლდა. 

2010 წელს 48,9%-ს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

არსებითად განხილული საქმეების 84,3% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა, რაც შეიძლება შეეხოს ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულს, იქნება ეს ნაკლებად მძიმე, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე. შარშან ეს მაჩვენებელი 57%–ს შეადგენდა, ხოლო 2008 წელს – 50%–ს.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში საპროცესო შეთანხმებებს ეხება, ნათქვამია, რომ საპროცესო შეთანხმების ფართო გამოყენების ერთ–ერთი მიზეზი საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებლობაა სასამართლო სისტემის მიმართ. "თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკას გადავხედავთ, ქართულ სასამართლო სისტემაში გამართლების შანსი 2007 წლიდან უცვლელად 0.1%–ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეთა 99.99% სასამართლო ბრალდებულებს დამნაშავედ ცნობს,“ – ნათქვამია ანგარიშში. 

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების დადებით მხარეებს, ანგარიში  ხაზს უსვამს მის ეფექტურობას, სისწრაფისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე. ანგარიში აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების გამოყენებით საქმეები გაცილებით უფრო სწრაფად მთავრდება, ვიდრე სრული პროცესის შემთხვევაში და ნაკლები რესურსებიც სჭირდება. ეს სისტემა პროდუქტიული გამოდგა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, ნათქვამია ანგარიშში.

"თუმცა, თუ საპროცესო შეთანხმების სისტემის სამართლიანობაზე ვისაუბრებთ, ვითარება გაცილებით უფრო რთულია,“ – ნათქვამია ანგარიშში, "ვითარებაში, როცა საქმის განხილვისას პროკურორი რეალურად უფრო ძლიერი ფიგურაა, ვიდრე მოსამართლე და განსასჯელს ფაქტობრივად არჩევანის გაკეთების საშუალება მხოლოდ საპროცესო შეთანხმებასა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას შორის ეძლევა, გამართლების რეალური ალბათობის გარეშე, ძნელია სისტემის სამართლიანობაზე საუბარი... რეალურად აუცილებელი ჯარიმის თანხის დადგენის გაუმჭირვალე პროცესი და დაკისრებული თუ გადახდილი თანხების რაოდენობის გაუმჭირვალობაც არანაკლებ უნდობლობას იწვევს პროკურორის და ზოგადად საპროცესო შეთანხმების მიმართ“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15