Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"ტექნიკური პრობლემების“ გამო "მაესტროს“ მაუწყებლობა შეჩერებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'10 / 13:14

ტელეკომპანია "მაესტრომ“ 23 დეკემბერს მაუწყებლობა შეაჩერა და ამის მიზეზად "ტექნიკური პრობლემები“ დაასახელა.

ტელეკომპანია "მაესტრომ“, რომელიც ძირითადად საინფორმაციო გამოშვებებს, თოქ-შოუებს და ასევე ჟურნალისტურ გამოძიებებს გადასცემს, მაუწყებლობა 23 დეკემბერს დილის 7 საათზე შეწყვიტა.

ტელეკომპანიის დირექტორმა კახა ბექაურმა გაზეთ "რეზონანსს“ განუცხადა, რომ მაუწყებლობის შეჩერების მიზეზი "ტექნიკური პრობლემაა“, რომლის დეტალებზეც მან არ ისაუბრა. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ "ტექნიკური პრობლემა“ ასევე უკავშირდება ფინანსურ სირთულეებს. მან ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, თუ როდის განაახლებს ტელეკომპანია მაუწყებლობას.

მაუწყებლობის შეწყვეტამ მედიაში ვარაუდები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკავშირდებოდა ტელეკომპანიის ფინანსურ პრობლემებს, რაც მისი მენეჯმენტიდან ეროსი კიწმარიშვილის, "რუსთავი 2"–ის ყოფილი თანამფლობელის და ქართული პარტის ერთ–ერთი ლიდერის წასვლას მოყვა.

კიწმარიშვილის მიერ დაარსებულ კომპანიას "მაესტროს" მენეჯმენტი სამი წლის ვადით 2009 წლის ნოემბერში გადაეცა. 2010 წლის მარტში კიწმარიშვილმა კახა ბექაური ტელეკომპანიის ახალ დირექტორად დანიშნა, რომელსაც ტელევიზიის ყოველდღიური მენეჯმენტი ჩააბარა. მას შემდეგ კიწმარიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამ დანიშვნის შემდეგ მას აღარაფერი აქვს საერთო "მაესტროსთან“. ბექაურმა 23 დეკემბერს განაცხადა, რომ უკვე თვეებია, რაც კიწმარიშვილი ტელეკომპანიის საქმეებში აღარ მონაწილეობს და რომ მაუწყებლობის შეწყვეტა კიწმარიშვილს არ უკავშირდება.

2010 წლის მაისში "მაესტრომ“ განახლებული სტუდიებით და ახალი პროგრამებით დაიწყო სატელიტური მაუწყებლობა. თუმცა, რამოდენიმე თვეში ტელეკომპანიამ შეწყვიტა სატელიტური მაუწყებლობა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა.    

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9