Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ ისრაელის ორი მოქალაქის საქმის განხილვა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 იან.'11 / 16:37

დეკემბრის ბოლოს გამართული წინასწარი მოსმენების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 იანვარს ისრაელის ორი მოქალაქის, ბიზნესმენების რონ ფუქსის და ზეევ ფრენკიელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

რონ ფუქსი, რომელსაც ხანგრძლივი და მრავალმილიონიანი კომერციული დავა აქვს საქართველოსთან და მისი პარტნიორი, ზეევ ფრენკიელი ქართველმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ხვდებოდნენ. მათ ბრალი ედებათ ხარაიძისთვის ქრთამის შეთავაზებაში.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რონ ფუქსი და მისი ბერძენი პარტნიორი იოანის კარდასოპოლუსი (რომელზეც ქართველმა სამართალდამცველებმა ძებნა გამოაცხადეს), ზეევ ფრენკიელის დახმარებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვას ცდილობდნენ და ამის სანაცვლოდ ითხოვდნენ „საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას“, რათა ამ უკანასკნელს არ გაესაჩივრებინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს ფუქსისა და კარდასოპოლუსისთვის 98.1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც 1996 წელს დაიწყო.

4 იანვრის მოსმენა ძირითადად ფორმალურ მხარეს დაეთმო, რომლის დროსაც მოსამართლემ ბრალდებულებს თარჯიმნის საშუალებით სასამართლო პროცესის დროს მათი უფლებები გააცნო.

ბრალდებულებმა განუცხადეს მოსამართლეს, რომ ისინი არ ცნობენ თავს დამნაშავეებად.

დაცვის მხარის მოთხოვნით პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. ბრალდებულების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა მოსამართლეს, რომ მის კლიენტებს მეტი დრო ჭირდებათ, რათა მათ წინააღმდეგ არსებულ 489–გვერდიან საქმეს დეტალურად გაეცნონ. ადვოკატი ერთთვიან ვადას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე მოსმენის ერთი კვირით გადადებაზე დათანხმდა.

წინასწარი მოსმენების დროს, რომელიც ორ სხდომად გაიმართა 23 და 24 დეკემბერს, ადვოკატმა რამოდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის ერთი ეხებოდა საქმიდან ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების ამოღების მოთხოვნას. საქმე ეხება 2010 წლის 15 სექტემბერს სტამბოლის სასტუმროში ფუქსსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრის ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერს. ვიდეომასალაში, რომლის ნაწილიც  ტელევიზიების მეშვეობით ორი ბიზნესმენის დაპატიმრების შემდეგ აჩვენეს, ჩანს, თუ როგორ განიხილავს ფუქსი და ხარაიძე მრავალმილიონიანი დავის მოგვარების საკითხს.  

დაცვის მხარე ამ მასალის საქმიდან ამოღების აუცილებლობას იმით ხსნიდა, რომ ეს მტკიცებულება, ადვოკატის თქმით, უკანონოდ იყო მოპოვებული. ბრალდების მხარის მტკიცებით, ვიდეო თავად ხარაიძემ ჩაწერა და არა ქართველმა სამართალდამცავებმა; ბრალდების მხარის განცხადებით, გამოძიებას ეს ვიდეო მასალა თავად ხარაიძემ გადასცა. ადვოკატის არგუმენტის თანახმად, იმ დროს, როდესაც ხარაიძემ ეს ჩანაწერი გააკეთა, მას სამართალდამცავი სტრუქტურების ნებართვა სჭირდებოდა; თუმცა, ბრალდების მხარის განცხადებით, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან შევიდა ძალაში, ნებადართულია პირის მიერ ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალის მტკიცებულების სახით გამოყენება, სამართალდამცავი სტრუქტურების სანქციის გარეშეც.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მტკიცებულება არ იქნა ამოღებული საქმიდან. საქმეში ასევე შედის ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალა, რომელიც ფუქსსა და ხარაიძეს შორის ბათუმში, ოქტომბერში გამართული შეხვედრისას გაკეთდა. სწორედ ამ შეხვედრის დროს დააპატიმრეს ორი ბიზნესმენი.

წინასწარი მოსმენების დროს ადვოკატმა ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით საქართველოს პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურის მოწვევის და დაკითხვის თაობაზე. დაცვის მხარეს აქვს წერილი, რომელიც, ადვოკატის თქმით, პრემიერ–მინისტრმა ფუქსს გაუგზავნა, სადაც იგი ბიზნესმენს საქართელოში ეპატიჟება მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ფუქსი ბათუმში ოქტომბერში სწორედ ამ მოწვევის შემდეგ ჩავიდა, რათა დავის მოგვარების პირობები განეხილა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა პრემიერ–მინისტრის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე იმ მოტივით, რომ ამ შუამდგომლობის დაყენება პროცედურული დარღვევით მოხდა.

წინასწარი მოსმენების დროს ადვოკატმა ასევე სთხოვა მოსამართლეს 10 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების განთავისუფლება და ამის მიზეზად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა; თუმცა, არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ პატიმრობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა საშიშროება, რომ ისინი საქართველოს დატოვებდნენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66