Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია ცვლილებებისადმი ხელისუფლების მზადყოფნას "ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მარ.'11 / 12:04

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არსებობს მზადყოფნის ნიშანი, რომ "რეალური ცვლილებები“ განხორციელდეს.

"ფრთხილი ოპტიმიზმით აღვნიშნავ, რომ ხელისუფლების მხრიდანაც არის შესამჩნევი ის განწყობა, რომ მზად არიან, რეალური და არსებითი ცვლილებები განხორციელდეს. ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თავად [საარჩევნო რეფორმაზე] მოლაპარაკების პროცესზე და სააკაშვილის პოლიტიკურ ნებაზე. მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად არის ის განწყობა, რომ ცვლილებების დრო დადგა,“ – განაცხადა ალასანიამ გაზეთ "რეზონანსთან“ ინტერვიუში, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდა.

მისი თქმით, გასულ კვირას იგი შეხვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, რათა საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განეხილა. მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს აღნიშნული შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს იმ შვიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომელთაც ალასანიას პარტიასთან ერთად მოამზადეს საარჩევნო სისტემის რეფორმის ერთობლივი წინადადებები. 

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ მოსალოდნელია საპროტესტო აქციების მოწყობა კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სოციალური პრობლემების, ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და სასამართლო სისტემის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა; ეს არასწორი იქნება,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამგვარი სცენარი მხოლოდ "სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს.“

ალასანიამ განაცხადა, რომ "აქციების იგივე ფორმა, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, განხორციელდება კიდეც, თუკი პოლიტიკური ნება, რომელიც ხელისუფლებაში გარკვეული თვალსაზრისით გამოჩნდა, სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაიბლოკება“. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8