ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მარტში 13,9%–მდე გაიზარდა, იანვარში დაფიქსირებული 12.7%–დან, იტყობინება "საქსტატი“.
ამავე ცნობით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 28.8%–ით გაიზარდა და მარტში წლიური ინფლაციის წილში 11.9% შეადგინა.
ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხილზე (65.5%-ით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით); პურპროდუქტებზე (25%) და ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (21.8%).
"საქსტატის" ინფორმაციით, მარტში საწვავზე ფასებმა 24.8%–ით მოიმატა.