Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”მედიის ადვოკატირებისათვის” კოალიცია დაფუძნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 აპრ.'11 / 12:53

თერთმეტმა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ 13 აპრილს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ჩამოაყალიბა, რომლის უმთავრესი მიზანიც ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვაა.

ამ ეტაპზე კოალიცია 11 წევრს აერთიანებს: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის“; საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; რეგიონული მაუწყებლების ქსელი; ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია; მედიაკლუბი; და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო“.

დამფუძნებლები აცხადებენ, რომ გარდა ჟურნალისტების უფლებების დაცვისა, კოალიცია ისეთ საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის და მოდიფიცირების პროცესის გამჭირვალობა, ასევე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

შარშან შემოდგომაზე მედია და იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელთაგანაც ზოგიერთი ახლადშექმნილი კოალიციის წევრია, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების ღონისძიებებსაც ეხება – ეს ის პრობლემა, რომლის თაობაზეც ჟურნალისტები სულ უფრო მეტ პრეტენზიებს გამოთქვამენ.

ეს საკითხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 აპრილს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაშიც არის წამოწეული. დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას "შეაფასოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი სტრუქტურა, მისი განხორციელების გაუმჯობესების მიზნით.“ 

იმავე საკითხთან დაკავშირებით აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ მართალია კანონი სახელმწიფო ორგანოს საჯარო ინფორმაციის დაუყონებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღეში გაცემას ავალდებულებს, მაგრამ "მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა განუსაზღვრელი ვადით ჭიანურდებოდა ან ზოგჯერ რეალურად მოთხოვნის იგნორირება ხდებოდა.“

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22