Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი დიპლომატები ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 აპრ.'11 / 12:26

დემოკრატიის საკითხებზე აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, თბილისში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ოთხშაბათს დილით ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, საუბარი იქნება [საარჩევნო რეფორმაზე] მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც ჩიხში შეიყვანა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არის დიდი რესურსი, დიალოგის რესურსი იმისთვის, რომ მაისის ბოლომდე ჩვენ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებებს, რაც შესაძლებელს გახდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლას,"– განაცხადა ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დაწყებამდე.  

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ  აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის საკითხთან ერთად ასევე წამოწევდა მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს. რესპუბლიკელების ახალი მემარჯვენეების და ეროვნული ფორუმის ლიდერები, შესაბამისად, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე და კახა შარტავა ასევე ესწრებიან შეხვედრას.

ეს პარტიები იმ რვა პარტიის ჯგუფში შედიან, რომლებიც შეთანხმებულები არიან ერთიანი პოზიციიდან ესაუბრონ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე. ეს მოლაპარაკებები მარტის შემდეგ შეჩერებულია და მხარეები პროცესის ჩიხში შეყვანაში ურთიერთბრალდებებით გამოდიან. ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა ამ კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე თავისი ახალი წინადადებები წარადგინა, რომელზეც მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არ გაუცია.    

ოპოზიციასთან შეხვედრამდე, აშშ–ის დელეგაციის წევრები შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს: პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს თამარ ჩუგოშვილს, საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს და მედია–მკვლევარს ნინო დანელიას.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8