Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილების საჯარო განხილვას სთხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 აპრ.'11 / 12:49

დაახლოებით ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დეპუტატებს ‘საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ’ საქმეზე ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვის მიზნით საპარლამენტო მოსმენის გამართვა სთხოვა. 

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (International Court of Justice - ICJ) გაიზიარა რუსეთის ერთ-ერთი შუამდგომლობა და გადაწყვიტა 1 აპრილს, რომ სასამართლო არ დაიწყებს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას. 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში საქართველო აცხადებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.

პარლამენტისთვის 27 აპრილს გაგზავნილ მიმართვაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი აცხადებს, რომ საჯარო მოსმენები შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას უკეთესად გაიგოს და შეაფასოს საქმის შედეგები. მიმართვის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ აღმასრულებელი ხელისუფლების იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სარჩელის შედგენასა და საქართველოს ინტერესების დაცვას ჰააგის სასამართლოში.

მიმართვას სხვა ორგანიზაციებთან ერთად ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი; საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; რუსეთის კვლევების ინსტიტუტი.   

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21