Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულ პარტიას წელს რევოლუცია აქვს გამიზნული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 მაი.'11 / 19:42

“ილუზიაა” იმაზე ფიქრი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს შეუწყობს ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას და ერთადერთი გზა ხელისუფლების შესაცვლელად არის მშვიდობიანი რევოლუცია, განაცხადა ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა 3 მაისს.

"სიტუაცია ყველა თვალსაზრისით მისულია ისეთ მდგომარეობამდე, რომ უნდა მოხდეს განმუხტვა და ეს სიტუაცია უნდა განიმუხტოს წელს,“ – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა, ქართული პარტიის თანადამფუძნებელმა და პოლიტიკურმა მდივანმა.  

ტელეკომპანია "კავკასიის“ გადაცემაში "ბარიერი“ საუბრისას კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ „საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ნაკლებია იმ ილუზიის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შესაძლებელია სააკაშვილმა რაიმე არჩევნებით დათმოს“.

"ქართული პარტია, რომელმაც აპრილის ბოლოს დაამთავრა თავისი სტრუქტურების მშენებლობა, დღეიდან უახლოეს მომავალში დაგანახებთ ქართულ საზოგადოებას აქტივობის ისეთ მასშტაბებს, რომელიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებაში მთლიანად დავაბრუნოთ იმედი, რომ ცვლილება შესაძლებელია,“ – განაცხადა მან.

"ჩვენ ყველაფერი გვაქვს მზად იმისათვის, რომ დავამთავროთ საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი ... მე პოლიტიკიდან წავალ, თუ ჩვენ წელს ვერ მივაღწევთ შედეგს; არ მექნება უფლება, ვილაპარაკო ოდესმე როგორც პოლიტიკოსმა; მე ჩემს პოლიტიკურ კარიერას ვდებ [სასწორზე],“ – განაცხადა კიწმარიშვილმა.

"ჩვენ ვართ ზუსტად ის მოლოტოვის კოქტეილი, რომელშიც არის ის ინგრედიენტები, რომელიც იწვევს იმ მუხტს, რომელსაც შეუძლია ამ რეჟიმის შეცვლა,“ – განაცხადა მან. 

მისი თქმით, ტყუილად ფლანგავენ დროს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებში არიან  ჩართული და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნაზე დათანხდება. მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი ამ პროცესიდან სარგებელს იღებს იმით, რომ დემოკრატიული პროცესის ილუზიას ქმნის.

კიწმარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, "არაკონსტიტუციურია“, ვინაიდან ეს გაახანგრძლივებს 2008 წლის მაისში ოთხი წლით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადას. კონსტიტუცია ერთის მხრივ, განსაზღვრავს, რომ მორიგი საპარლამენტო არჩევნები "პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში" ტარდება და მეორეს მხრივ, ადგენს, რომ საკანონმდებლო ორგანო ოთხი წლის ვადით ირჩევა.

კიწმარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება არარეალისტურია და სააკაშვილის გადადგომის მიღწევის გარანტია მხოლოდ "რადიკალიზაციაა“.

"სამწუხაროდ, ჩვენ დაგვრჩა ერთი არჩევანი – ერთიანი ძალით ეს რეჟიმი მოვაშოროთ და მერე ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები,“ – განაცხადა მან. 

ქართული პარტიის ეს მიდგომა ძალიან ჰგავს ნინო ბურჯანაძის პარტიის, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს და სახალხო კრების პოზიციას. სახალხო კრებამ გამოაცხადა, რომ 21 მაისიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. თუმცა, ბურჯანაძესა და ქართული პარტიის ზოგიერთ ლიდერს შორის არსებული პირადი დაპირისპირება მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს.     

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22