აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია გაიკეთა, განაცხადა ბაღაფშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ 21 მაისს.
"აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებების გარეშე.
"რეაბილიტაციის პერიოდში ვიცე–პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს,“ – განაცხადა ბჟანიამ.