Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული პარტია ‘რეჟიმის შესაცვლელად გადამწყვეტ ბრძოლას’ იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'11 / 14:12

ოპოზიციური ქართული პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მისი პარტია „რეჟიმის შესაცვლელად გადამწყვეტ ბრძოლას“ 25 მაისს დაიწყებს, რომელიც, მისი თქმით, "ქართველი ხალხის მრისხანების დღე“ უნდა გახდეს.

მისი თქმით, სახალხო კრებასთან წარსული ურთიერთობები არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა იქნება მომავალში.

„გუშინ და დღეს ხელისუფლებამ გადალახა ყველა ზღვარი და დაიწყო ჩვეული ტერორი ხალხის წინააღმდეგ... ხალხის ნება და ხალხის აზრი მისთვის არაფერს წარმოადგენს. დაიწყო დარბევა მშვიდობიანი მომიტინგეების, უკანონო დაპატიმრებები, ოფისებში შეჭრა და ასე შემდეგ... სწორედ ამიტომ დღეს ქართული პარტია იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას რეჟიმის შეცვლისთვის. მოვუწოდებთ მთელ საქართველოს, ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ბედი, რომ 25 მაისს, 12 საათზე შევიკრიბოთ თბილისში ავლაბრის მოედანზე და დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად,“ – განაცხადა სუბარმა.

"25 მაისი უნდა ვაქციოთ ქართველი ხალხის მრისხანების დღედ, იმ დღედ, როდესაც ქართველი ხალხი სააკაშვილს და მის კრიმინალურ რეჟიმს დაამთავრებს და გაუშვებს იქ, სადაც არის მათი ადგილი... 25 მაისი უნდა გადაიქცეს ქართველი ხალხის ნამდვილი დამოუკიდებლობის დღედ,“ – განაცხადა მან.

საქართველოს მთავრობა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმით გეგმავს.

სუბარის განცხადების შემდეგ ქართული პარტიის კიდევ ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. გაჩეჩილაძეს ნინო ბურჯანაძესთან დაპირისპირება ჰქონდა.

აქციის ადგილზე მისვლის შემდეგ, სადაც ასევე იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძე, გაჩეჩილაძემ მიმართა მომიტინგეებს, რომ „მე პირადად, ლევან გაჩეჩილაძე, ვივიწყებ ყველაფერს ჩემი სამშობლოს გულისთვის“, რის შემდეგაც მან ბურჯანაძეს ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა მომიტინგეების თვალწინ.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17