Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე არ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მაი.'11 / 17:34

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია ახალი კონსტიტუციის პირობებში "თეორიულად“ არსებობს იმის შანსი რომ პრემიერ–მინისტრად იყაროს კენჭი, რათა მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ ამჟამად მის სამომავლო გეგმებზე საუბარი "აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული“ იქნება.

უკრაინულ ტელეარხ 1+1–თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამ "თეორიული“ შანსის არსებობა "ჩვენთვის სასარგებლოა“, რადგანაც ასეთი შესაძლებლობის არსებობა მას პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე არ ტოვებს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია იმ ”სუპერ მნიშვნელოვანი” რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად, რომელიც მისი მთავრობის წინაშე დგას.

"თეორიულად არსებობს ასეთი შესაძლებლობა და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ამგვარი შესაძლებლობა ჩვენთვის სასარგებლოა, რადგანაც ახლა ჩვენ სუპერ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ და მე რომ უპერსპექტივო პოლიტიკოსი ვყოფილიყავი, ამ რეფორმებს წარმატების შანსი ნაკლებად ექნებოდათ; ამიტომ, რა თქმა უნდა, პერსპექტივები რჩება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"მეორე მხრივ, ამ საკითხის განხილვა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იქნებოდა მრავალი მიზეზის გამო. თითქმის სამი წელია დარჩენილი [მისი საბოლოო საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე 2013 წელს],“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს წლები "გადამწყვეტი“ იქნება მოდერნიზაციისკენ მიმართული რეფორმების განსახორციელებლად.

"ძლიერი პრეზიდენტია საჭირო, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს და იმისათვის, რომ ძლიერი პრეზიდენტი იყო, პრეზიდენტმა რაღაც პერსპექტივები უნდა დაიტოვო საკუთარი თავისთვის,“ – განაცხადა მან.

"ამ მხრივ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და ეს [პასუხი] სულაც არ ნიშნავს, რომ მე კითხვას თავს ვარიდებ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ საკითხი, გახდება თუ არა ის პრემიერ–მინისტრი, საერთოდ არც განიხილება მის გარემოცვაში.

ამავე თემაზე სააკაშვილმა მსგავსი მოსაზრება ჯერ კიდევ მარტში, ამერიკული ტელევიზია, PBS-სთან ინტერვიუში გამოთქვა.

”მე ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან არ მსურს ’კოჭლი იხვი’ [ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფი] ვიყო,” – განაცხადა სააკაშვილმა, როდესაც მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა პრემიერობას მას შემდეგ, რაც მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

"წარმოგიდგენიათ, მე რომ ახლა ამაზე რამე ვთქვა? ეს ხომ ავტომატურად გამოუთხრის ძირს მთელს ჩვენს [რეფორმების] კურსს; რა თქმა უნდა, თუ ტონი ბლერი ან ჯორჯ ბუში ხარ ქვეყანაში, სადაც კარგად განვითარებული ინსტიტუტებია, ეს შეიძლება გააკეთო – თუმცა, მათთაც კი ქონდათ პრობლემები; შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პატარა, მიზანსწრაფული ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც, ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ’კოჭლი იხვია’? არა მგონია, ამან იმუშაოს... არ ვაპირებ ამ დისკუსიებში შესვლას. ამგვარი დისკუსიები არ არის ხელსაყრელი ჩემი ქვეყნის ახლო მომავლისთვის,“ – განაცხადა სააკაშვილმა მარტში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27