Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს–ის ცნობით, გარდაცვლილია ერთი პოლიციელი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'11 / 02:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გარდაიცვალა ერთი პოლიციელი, ხოლო 19 დაშავებულია.

"[მიტინგის] ორგანიზატორების ერთმა ნაწილმა, სამწუხაროდ, მიტინგი დატოვა ისე, რომ თავიანთი მანქანებით დიდი სიჩქარით გაიარა ხალხის მასაში, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია ერთი პოლიციელი,“– განაცხადა შსს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ბრიფინგზე.

შსს–ის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლეს 00:10 საათზე მას შემდეგ, რაც სახალხო კრების აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა.

შსს–ის განცხადებით, "პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო“  დაკავებულ იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე.

მომიტინგეთა შორის არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.  

ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფებოდა ადგილზე მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და ხელკეტების გამოყენებით დაშალა აქცია.  

“სახალხო კრების" წერილობითი მიმართვის  საფუძველზე საპროტესტო აქციების  ჩატარება თბილისის მერიის მიერ სანქცირებული იყო 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 25 მაისს მომიტინგეებმა გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 26 მაისს უნდა გაიმართოს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. ვინაიდან მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი  25 მაისის შემდეგ დაშლას არ აპირებდნენ, დაახლოებით საღამოს  8 საათზე, თბილისის მერიამ ორგანიზატორებს აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილის გამოყოფა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მოგვიანებით, სანქციის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, მერიის წარმომადგენელმა მომიტინგეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში იგი არასანქცირებულ ხასიათს მიიღებდა და მათ მშვიდობიანი დაშლისკენ მოუწოდა,“– ნათქვამია შსს–ის განცხადებაში.

“ისინი სამწუხაროდ პოლიციის ამ კანონიერ მოთხოვნას არ დათანხმდნენ, შედეგად პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა მას შემდეგ, რაც კიდევ არაერთხელ გააფრთხილა მომიტინგეები მოსალოდნელის შესახებ,“ – განაცხადა უტიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა და შსს პატივს სცემს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, "ოღონდ ეს თავისუფლება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის და საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13