Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიციას „გადამეტებული ძალის გამოყენების“ გამო აკრიტიკებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მაი.'11 / 15:22


ვიდეო: Civil.ge

ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ სპეცრაზმმა გამოიყენა "გადამეტებული“ და "არაპროპორციული ძალა“ მომიტინგეების წინააღმდეგ 26 მაისის ღამით მათი შეკრების დაშლის დროს

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ 26 მაისს ღამით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას "პოლიციის მიერ გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა“ და ასევე "დარღვეული იქნა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“.

სპეციალურ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აქციის მსვლელობის და მისი დაშლის დროსაც ადგილზე, რომელთა ინფორმაციით,  ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული აქციის არაერთ მონაწილეს , „მათ ნაწილს არ მიეცა აქციის მშვიდობიანად დატოვების საშუალება“. ასევე, მისი განცხადებით,  რამდენიმე ჟურნალისტს სამართალდამცავებმა დაუზიანეს აპარატურა, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

"არაპროპორციული ძალის გამოყენება, განსაკუთრებით აშკარა იყო შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და რიგ შემთხვევაში აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ან უკვე სამართალდამცავთა კონტროლის ქვეშ იყვნენ მოქცეული,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „სახეზეა დანაშაულის ნიშნები“ და მიმართავს რეკომენდაციით მთავარ პროკურატურას „სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული ყველა ფაქტი და დააყენოს ყველა სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი“.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით მისცეს საშუალება ყველა დაკავებულს  ტელეფონით დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს ან მათ მიერ შერჩეულ სხვა პირს, ასევე ისარგებლოს ეფექტური დაცვის უფლებით.

მისი თქმით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა უკვე მოინახულეს რამდენიმე ათეული დაკავებული. "ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ფაქტის დეტალურ შესწავლას,“ – აღნიშნა ტუღუშმა.

მან "ღრმა მწუხარება“ გამოთქვა  26 მაისს ღამის მოვლენების დროს ორი მოქალაქის გარდაცვალების გამო.

იმავდროულად, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch–მა 26 მაისს ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაიწყოს "ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენების დაუყონებლივი, ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოძიება“.

"თბილისის დემონსტრაცია არასანქცირებული რომც ყოფილიყო, ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემას,“ – განაცხადა რეიჩელ დენბერმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა. „იმ პოლიციელებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინტეთა ცემაში, პასუხი უნდა აგონ.“

მისი თქმით, ხელისუფლებამ დადებითი ნაბიჯი გადადგა, როდესაც მომიტინგეებს აქციის გასამართად ალტერნატიული ადგილი შესთავაზა.

"თუმცა პოლიციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცემა მომიტინგეები, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ,“ – განაცხადა მან.  

ანალოგიური პოზიცია გამოხატეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ. ერთობლივ განცხადებაში ამ ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება "არ შეიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელებმა საქართველოს საკითხებში კასტრიოტ ისლამიმ და მაიკლ იენსენმა გამოხატეს უკმაყოფილება პოლიციის მიერ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენების ცნობებთან დაკავშირებით.

თანამომხსენებლები კითხვის ქვეშ არ აყენებენ ხელისუფლების მიერ აქციის დაშლის ლეგიტიმურ საფუძველს, თუმცა აცხადებენ, რომ "ხელისუფლებამ უნდა სრულყოფილად, სანდოდ და გამჭვირვალედ გამოიძიოს აღნიშნული ცნობები და გონიერი ვადაში წარუდგინოს შედეგები საზოგადოებას“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69